შემოგვიერთდით

ჩინურმა კომპანიამ 2500 თანამშრომელს იბიცაზე კორპორატიული ღონისძიება მოუწყო და ჯენიფერ ლოპესი მოიწვია

ჩინურმა თამაშების კომპანია Playtika-მ, კორპორატიული ღონისძიებისთვის იბიცაზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლუბი  Amnesia Ibiza დაიქირავა და მუსიკალური გაფორმებისთვის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მოიწვია.როგორც Diario De Ibiza იუწყება, კომპანიამ, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა, 2500 თანამშრომელი კერძო თვითმფრინავით  იბიცაზე გადააფრინა. მათთვის დაჯავშნული იყო 15 სასტუმრო. San Rafael კლუბის თანამშრომლებს აკრძალული ჰქონდათ ტელეფონებისა და სხვა გადამღები საშუალებების გამოყენება. ფოტო გადაღება იყო სასტიკად აკრძალული. ასევე მათ გააფორმებინეს კონფიდენციალურობის ხელშეკრულება.

ოფიციალურად ცნობილია, რომ მხოლოდ ჯენიფერ ლოპესი იყო გამომსვლელი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სცენაზე გამოჩნდა ენრიკე იგლესიასიც. მადონა კი, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა.

ისრაელში შექმნილი კომპანია, 2016 წელს 4.4 მილიარდ დოლარად შეისყიდა ჩინურმა კონსორციუმმა. Playtika უფასო ონლაინ თამაშების ლიდერი კომპანიაა. მის პოპულარულ თამაშებს შორის არის SlotomaniaHouse Of Fun და Bingo Blitz.

  •  
  •  
  •  
  •