შემოგვიერთდით

DJ Rembo დისტანციურ წვეულებაზე გეპატიჟებათ

Rem Bow Events-მა გადაწყვიტა სახლში მყოფი ადამიანებისთვის დისტანციური წვეულება მოაწყოს.

არასკევს, 20 მარტს, 21:00 საათიდან 23:00 საათამდე Dj Rembo თქვენთვის დაუკრავს.
,,ყველა გადავედით დისტანციურ მუშაoბაზე და ცოტა მოვიწყინეთ. მთელი დღე სახლში ჯდომა ჩვენი გრაფიკის ადამიანებისთვის ცოტა ძნელია. დღეს ვინც მოვიკითხე ყველამ მოიწყინა ხოდა ჩვენც ვიფიქრეთ, რომ გავამხიარულოთ. ძალიან გაგვახარებთ თუ გააზიარებთ წვეულებას და მოიწვევთ თქვენს მეგობრებს, ცოტა გამხიარულება არ გვაწყენდა” – განაცხადა ლევან მდინარაძემ იგივე DJ Rembo-მ ჩვენთან საუბრისას.
მუსიკალური ჟანრი შერეული: Disco, New Disco, Funky, Funky House, Hip-Hop, Electro House.