ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში “აგროჰაბი” უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამის შესახებ www.hrhub.ge – ის კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მორბედაძემ აცნობა.
“უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.” – თეა მორბედაძე
როგორც ქალბატონი თეა აცხადებს, თბილისში რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!” – დღეიდან ჩაეშვა და ძალიან მალე საქართველოს კიდევ ერთ დიდ ქალაქს მოიცავს.
ადამიანებს ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსებით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და კომპანიიდან მათ ძალიან მალე დაუკავშრდებიან: .