შემოგვიერთდით

“აგროჰაბი” უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის!

ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი  ჰიპერმარკეტი საქართველოში “აგროჰაბი” უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამის შესახებ www.hrhub.ge – ის კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მორბედაძემ აცნობა.

“უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.” – თეა მორბედაძე

როგორც ქალბატონი თეა აცხადებს, თბილისში რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!” – დღეიდან ჩაეშვა და ძალიან მალე საქართველოს კიდევ ერთ დიდ ქალაქს მოიცავს.

ადამიანებს ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსებით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და კომპანიიდან მათ ძალიან მალე დაუკავშრდებიან: https://bit.ly/2SdvrGj.