საერთშორისო სუპერმარკეტების ქსელი ,,სპარი” დასაქმების ახალ კამპანიას ,,აქ მთავარი ხარ შენ!” იწყებს. ადამიანებს ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის http://bit.do/fdQYh შევსებით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მომხმარებლებზე ზრუნვის კონსულტანტის პოზიციაზე და კომპანიიდან მათ ძალიან მალე დაუკავშირდებიან.
,,წარმოიდგინე, შენ ხარ მომხმარებლებზე ზრუნვის კონსულტანტი – ე.ი სუპერმარკეტში ყველაზე საჭირო ადამიანი.
- მაღაზიაში შემოსულ ადამიანებს ახვედრებ პროდუქციით სავსე თაროს;
- ეხმარები მათთვის სასურველი პროდუქციის პოვნაში;
- ამოწმებ პროდუქციის ხარისხის, ვადას, ფასმაჩვენებლებს. შენ ხომ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი ხარ;
- აკონტროლებ ყველაფერს სალაროსთან. კი, ნაღდ ფულსაც. დიახ, საპასუხისმგებლოა. შენ ხომ აქ მთავარი ხარ?!
- მომხმარებლებს მიმართავ “რით შემიძლია დაგეხმაროთ?” და ამით აჩვენებ, რომ ზრუნავ.
სანამ შენ ზრუნავ მომხარებელზე, ჩვენ გვინდა შენზე ვიზრუნოთ, ამიტომ ვიფიქრეთ რა შეიძლება გჭირდებოდეს:
- ტრანსპორტირება? – სამგზავრო ბარათზე ჩვენგან თანხა დაგერიცხება;
- კვებაზე ფიქრობ? – 50%იანი ფასდაკლება გექნება ჩვენს პროდუქციაზე;
- სწავლაში ხელი შეგეშლება და ამაზე დარდობ? – სასურველ გრაფიკს აირჩევ;
- სწავლის საფასურის გადახდაზე გეფიქრება? – ჩვენ დაგეხმარებით;
- განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? – ყოველ კვირას სპარის ახალი მაღაზიები იხსნება, რაც დაწინაურების უდიდეს შესაძლებლობას გაძლევს;
გამოცდილება არ გაქვს? – მერე რა, ჩვენ გასწავლით!
და ბოლოს, შეუძლებელია ადამიანს 100% ყველაფერი მოსწონდეს. ამიტომ, თუ რაიმე არ მოგეწონება, ერთად ვიმუშაოთ მის გამოსწორებაზე!
ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: ,,ერთად უკეთესია!”
ეს ჩვენს კომპანიაში პოზიტიური სიახლეების მხოლოდ დასაწყისია!” – აცხადებენ კომპანიაში.
შეავსე აპლიკაცია და უსწრაფესად დაგირეკავენ.