შემოგვიერთდით

გაიცანით ფრიდონი და თორნიკე HR hub Next-ის წევრები

HR hub Next-ის პირველ ნაკადში 55 წევრიდან, ბიჭი მხოლოდ 2 იყო. გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ისინი და მოგიყვეთ, რა აკავშირებთ მათ HR სფეროსთან.

HR hub:  მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ

თორნიკე კორკოტაშვილი: ამჟამად ვსწავლობ სამაგისტრო, პროგრამაზე: „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი უერთიერთობები“. პარალელურად ვმუშაობ, კერძოდ, „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში“ (CSS) ვარ მკვლევარის თანაშემწე.

ფრიდონ ღუღუნიშვილი: ამჟამად ვმუშაობ ციფრული ტელევიზიის ოპერატორ კომპანიაში DigitalTV-ში ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

HR hub: HR-ში ძირითადად ქალბატონები მუშაობენ. რამ განაპირობა ადამიანური რესურსების სფეროთი თქვენი დაინტერესება?

თორნიკე კორკოტაშვილი: მიმაჩნია, რომ მსოფლიოში, დღესდღეობით, HR მენეჯერები უკვე საკვანძო როლს თამაშობენ ორგანიზაციების წარმატებაში. ვფიქრობ, ეს ტენდენცია გარკვეულწილად საქართველშიც შეინიშნება. HR-ები აღარ ასოცირდებიან უბრალოდ „კადრების განყოფილებასთან“. ადამიანებთან მუშაობისას მათ უფრო მეტად მოეთხოვებათ იყვნენ კრეატიულები, ანალიტიკურები თუ ემპათიურები. შესაბამისად, ამ პროფესიაში არსებულმა გამოწვევებმა თუ ზოგადად ამ პროფესიის პერსპექტიულობამ გადამაწყვეტინა ჩემი ძალები ამ სფეროში გამომეცადა.

რაც შეეხება ქალბატონებთან ერთად მუშაობას,  ჩემთვის ეს HR სფეროში მუშაობის კიდევ ერთი  დამატებითი პლუსია. ისინი ყოველთვის მზად არიან გამოცდილების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის თუ დახმარებისათვის. შესაბამისად, ჩემს არც თუ ისე  ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მათი წყალობით უკვე საკმაოდ დიდი ცოდნაც კი დავაგროვე.

ფრიდონ ღუღუნიშვილი: მე ვფიქრობ რომ ყველაზე საინტერესო სწორედ HR-ში მუშაობაა რადგან როგორც მენეჯერი, ჩართული ხარ ყველა განყოფილების მუშაობაში. ასევე იმიტომ რომ მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან.

HR hub: რა არის თქვეთვის HR hub Next?

თორნიკე კორკოტაშვილი: HR hub Next არის პროექტი, სადაც არამარტო ცოდნის მიღება შემიძლია, არამედ ახალი ნაცნობების თუ მეგობრების შეძენაც. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო საქართველოში მომუშავე წამყვანი HR სპეციალისტებისგან ცოდნის და გამოცდილების მიღება. ყოველი მენტორი HR სფეროს სხვადასხვა რაკურსით განიხილავდა. ზოგიერთ შემთხვევაში მენტორებს ერთი და იმავე საკითხზე შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებაც ჰქონოდათ. თუმცა პოზიციათა ეს კონტრასტი კიდევ  უფრო საინტერესოს ხდიდა ამ პროექტს.

ფრიდონ ღუღუნიშვილი: HR hub Next ძალიან კარგი შესაძლებლობაა მომავალი HR მენეჯერებისთვის იმისთვის, რომ მიიღონ ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში დაეხმარებათ. ასევე გაეცნონ HR-ის თანამედროვე გამოწვევებს.

HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?

თორნიკე კორკოტაშვილი: ვფიქრობ, ასეთი მაშტაბური პროექტი საქართველოში პირველად ტარდება, ამიტომაც HR hub Next-ის მომავალ წევრებს ვურჩევდი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან, ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად მიიღონ ცოდნა და რაც მთავარია ისიამოვნონ მთლიანად პროექტით.

ფრიდონ ღუღუნიშვილი: მომავალ წევრებს ვურჩევდი რომ არ გამოტოვონ არც ერთი ლექცია ეს საუკეთესო შანსია მათი განვითარებისთვის.

შეგახსენებთ HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“ . გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია,, ACT” მასპინძლობდა Next-ის ყოველკვირეულ შეხვედრებს, ხოლო პროექტის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.