შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეოცე ნაკადის მიღება გამოცხადდა. დარეგისტრირდით!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ამ დროისთვის პროექტს ჰყავს 500-მდე კურსდამთავრებული.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება 27  აპრილს (ჩატარდება ორშაბათს და ხუთშაბათს) და გაგრძელდება 1 თვე.

ვინ იქნებიან მენტორები?

  1. 27 აპრილი 19:00 – ეკა ნოზაძე – “სანტე ჯი ემ თი პროდუქტებისა” და “ლაქტალის ჯორჯიას” ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. თემა: „ერთი ღილაკი ON/OFF”- თანამშრომლის ციკლი დაქირავებიდან დამშვიდობებამდე;
  2. 30 აპრილი 12:00  თაკო ფოცხიშვილი – “ასკანელი ჯგუფი”  ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელი. თემა: HR-ული თავის ტკივილები – ის, რასაც არავინ გასწავლით;
  3. 4 მაისი 19:00 – მარიამ გარსევანიშვილი – SavvY ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი. თემა: რა კითხვები უნდა დავსვათ გასაუბრებაზე?!;
  4. 8 მაისი 19:00 – თაკო ბენდელიანი Self.ge HR ბიზნეს პარტნიორი თემა: ,,HR ადმინისტრაციული ოპერაციები და მართვის ციფრული ხელსაწყოები’’;
  5. 11 მაისი 19:00 – ქეთევან ხითარიშვილი – კომპანია ,,VESTEL’’ – ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: ,,თანამშრომელთა ჩართულობა ორგანიზაციის განვითარებაში’’;
  6. 15 მაისი 19:00 – სულხან სახვაძე – HR ბიზნეს პარტნიორი თემა: Employee Engagement & Happiness;
  7. 22 მაისი 19:00 – ნათია კვირკვია – TBC Pay ტალანტების მართვის მენეჯერი. თემა: თანამშრომლის შერჩევის პირველი ეტაპი და მისი მნიშვნელობა შერჩევის სრულ ციკლში (პირველი ინტერვიუ და მისი ჩატარების სპეციფიკა;
  8. 24 მაისი 19:00 ნათია სირაძე – კომპანია TI`ME ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თემა: როგორ მოვიზიდოთ, ვამოტივიროთ და შევინარჩუნოთ თანამშრომლები?! – ჯეფ სმარტისა და რენდი სტრიტის ბესტსელერის WHO-ს მიხედვით;
  9. 25 მაისი 19:00 – თამარ ჯგუშია – HR Management Solution დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თემა: ორგანიზაციული კულტურა და კლიმატი;
  10. 29 მაისი 19:00 იზა კანდელაკი – სს ტერაბანკი – ტრენინგ ცენტრის უფროსი თემა: თანამშრომლების განვითარება;
  11. 1 ივნისი 19:00 – ირინე ჭოხონელიძე – “დრესაპ ჯგუფის” ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: სტრეტეგიული HR მენეჯმენტი – HR როგორც ბიზნესის პარტნიორი;

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 27 აპრილამდე და დაგიკავშირდებით: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?

პროექტის ღირებულებაა 378 ლარი.

გადახდა შეგიძლიათ ორ ნაწილად, პროექტის დაწყებამდე და დასრულებისას.

იჩქარეთ. დარეგისტრირდით. ადგილები შეზღუდულია.

გელოდებით HR hub Next – ში!