შემოგვიერთდით

გაიხსნა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“, რომელშიც 100 ადამიანია დასაქმებული

თბილისს ახალი სასტუმრო შეემატა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ. 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება. დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული.

დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი.