შემოგვიერთდით

14 ოქტომბერს პირველად საქართველოსა და კავკასიაში “იაპონური მენეჯმენტ ცენტრი” იხსნება

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, 14 ოქტომბერს 11:00-12:00 საათებში ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით “იაპონური მენეჯმენტ ცენტრის” გახსნა, პრეზენტაცია გაიმართება.

ოფიციალურად იხსნება იაპონური მენეჯმენტის ცენტრი – GAAS (‘Georgia AOTS Alumni Society’ – AOTS კურსდამთავრებულთა საზოგადოება საქართველო’). GAAS არის საზღვარგარეთთან ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის (AOTS) (www.aots.jp) ქსელის წევრი, რომელიც დაარსდა 1959 წელს იაპონიაში, როგორც ტექნიკური თანამშრომლობის პირველი საჯარო-კერძო ინსტიტუტი განვითარებადი ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და მათ ქვეყნებსა და იაპონიას შორის მეგობრობის ხელშესაწყობად.

უკვე 60 წელია, რაც აღნიშნული ასოციაცია იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სუბსიდირებით ახორციელებს სასწავლო პროგრამებს განვითარებადი ქვეყნების ინჟინრებისა და მენეჯერებისათვის.

იაპონიაში ამ სასწავლო პროგრამებში 200 000-ზე მეტმა მსმენელმა უკვე მიიღო მონაწილეობა. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, AOTS-ის კურსდამთავრებულთა საზოგადოებები ნებაყოფლობით ჩამოყალიბდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უკვე არსებობს კურსდამთავრებულთა 72 საზოგადოება მსოფლიოს 43 ქვეყანასა თუ რეგიონში.

2020 წლის ივნისიდან AOTS-ის კურსდამთავრებულთა 73-ე საზოგადოება (GAAS) დაარსდა უკვე საქართველოშიც. GAAS ხელს უწყობს ქართულ-იაპონურ კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობას, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ეკონომიკურ პროგრესს ადამიანური რესურსების განვითარებით, მათთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გადაცემით როგორიცაა იაპონური მენეჯმენტის, ტექნიკური ექსპერტიზის/ უნარ-ჩვევების, მენეჯმენტში მოწინავე მიდგომების გაცნობა-პოპულარიზაციით;
დარეგისტრირდით: https://bit.ly/3ijOWdn