HRhub.ge – წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: #გასაუბრება, რომელიც მახსოვს.სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაიხსენებენ იმ გასაუბრებებს, რომლებმაც კარგი თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მათ ცხოვრებაში და დღემდე ახსოვთ.
ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია ლექტორი და ბლოგერი გურამ შეროზია:
მაშინ 18 წლის ვიქნებოდი, არასდროს არავის დავუკვალიანებივარ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი გასაუბრებაზე და დიდად არც ინტერნეტ რესურსები იყო განვითარებული იმ პეროდში.
საქართველოს ბანკის გასაუბრებაზე მოვხვდი, ჩემთვის პირველი იყო. გასაუბრებას ჯგუფური ფორმა ჰქონდა და მოგვცეს თემა, რომელზეც უნდა გვემსჯელა …
დაიწყო ყაყანი, ველი ჩემს დროს მორჩილად და თავაზიანობის და ეთიკის ყველა ნორმას ვიცავ … 15 წუთიანი “განუკითხაობის” შემდეგ, გადავწყვიტე “ძალადობრივი” გზით ჩამეგდო სიტყვა და სწორედ ამ დროს დასრულდა გასაუბრება.
რა თქმა უნდა, მეორე ეტაპზე ვეღარ გადავედი, თუმცა საოცარი გაკვეთილი იყო და ძალიან დამეხმარა ჩემი ნაკლოვანებების სწრაფად იდენტიფიცირებასა და შემდგომში დახვეწაში.