შემოგვიერთდით

თამუნა ლეკვეიშვილი – 22 წლის ელექტროინჟინერი გოგონა “ენერგო-პრო ჯორჯიადან”

დღეს ძნელად თუ შეხვდებით საქართველოში 22 წლის გოგონას, რომელიც პროფესიით ელექტროინჟინერია და უკვე მუშაობს ამ მიმართულებით.

თამუნა ლეკვეიშვილი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ თანამშრომელია, დაახლოებით 6 თვეა მას იორის კასკადზე (რომელშიც სამი ჰიდროელექტროსადგური – საცხენჰესი, სიონჰესი და მარტყოფიჰესი შედის) დოკუმენტაციის და საწყობის ნაწილში ასისტენტის და შრომის უსაფრთხოების ექსპერტის პოზიცია უკავია. თამუნას ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსტრუქტაჟის ჩატარებას, სამუშაო პროცესში რისკების შეფასებას, კონტროლს და უსაფრთხოების წესების დაცვას, აგრეთვე, დოკუმენტების მოწესრიგებას და საწყობში არსებული მასალების კონტროლს.

თამუნა ლეკვეიშვილი, ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ საზაფხულო დასაქმების პროგრამით მოხვდა, რომელსაც კომპანია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, უკვე 2 წელია ახორციელებს. ,,საზაფხულო დასაქმების პროგრამის გამოცხადებას, სტუდენტების მხრიდან,  ორივე წელს საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. პროფესიული ტესტირების, გასაუბრების და პრეზენტაციის შემდეგ, თამუნამ ჩვენი ყურადღება მიიქცია. ამ პერიოდში ის საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ ორგანიზებულ მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის კურსს გადიოდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე თამუნა გახდა ჩვენი კომოპანიის ჯერ სტაჟიორი და შემდეგ სრულფასოვანი თანამშრომელი“- განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

ენერგეტიკა თამუნასთვის უცხო თავიდანვე არ იყო. მისი მამაც პროფესიით ენერგეტიკოსია. ის თვლის, რომ ეს სფერო საქართველოში  ვითარდება და საკმაოდ პერსპექტიულია თუნდაც მომავალში დასაქმების მხრივ. პროფესიის არჩევის დროს, თამუნამ სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე არჩია გამხდარიყო ენერგეტიკოსი, კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ენერგეტიკა გოგოს შესაფერისი პროფესია არ არის.

,,კარგია და საჭიროა, რომ თამუნასნაირი ახალგაზრდები ინტერსდებიან ენერეგტიკის პროფესიით. სფეროს პოპულარიზაციის კუთხთით, ენერგო-პრო ჯორჯია მრავალ ღონისძიებას ატარებს და ჩაატარებს მომავალშიც.  დღეს ნამდვილად არის პროფესიონალი ენრეგეტიკოსების დეფიციტი და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ და აირჩიონ ენერგეტიკის პროფესია, ენერგო-პრო ჯორჯია კი წარმატებულ სტუდენტებს, თითქმის გარანტირებულად ჰპირდება დასაქმებას კომპანიაში, სადაც საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს და თანამშრომელს მუდმივად აქვს კარიერული წინსვლის საშუალება” – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.