საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შრომის უსაფრთხოების საკითხი კომპანიებში. საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ გვთხოვს გვყავდეს სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები ბიზნესში. “ზოგ ბიზნესს მიაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოება მხოლოდ და მხოლოდ ჩაფხუტის და ამრეკლი ჟილეტის მოხმარებაა, ზოგი ფიქრობს რომ ეს არის დოკუმენტების დასტა, რომელიც მხოლოდ გარკვეული აღმასრულებლის შემოწმების დროს გამოიყენება, ზოგს ჰგონია, რომ შრომის უსაფრთხოება საერთოდ არ არის აქტუალური მათი ბიზნესისთვის.
“შრომის უსაფრთხოების გამართული სისტემა ყველა ბიზნესის წარმატების საწინდარია. მისი მოქნილი და ინტეგრირებული მმართელობითი სისტემა ეხმარება ორგანიზაციას მიაღწიოს ნულოვან ინციდენტებს სამუშაო პროცესში, რომელიც თავის მხრივ გულისხომს ნაკლებ სასამართლო დავებს და გადასახდელ კომპენსაციებს, შემცირებულ სადაზღვევო პრემიებს, გაუმჯობესებულ სამუშაო პროცესს და მოტივირებულ დასაქმებულებს.” – ,,საფკოს“ დამფუძნებელს, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი – დავით თხელიძეს
Safco – დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანიაა 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც სთავაზობს კლიენტებს სხვადასხვა უსაფრთხოების მომსახურებას რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
Safco – ს მომსახურებით ბევრი კომპანია სარგებლობს.
მათ შორისაა:
- საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway – აქ ჩატარდა IOSH-ის საერთაშორი კურსის თეორიული ნაწილი. მსმენელები შედგებოდნენ რკინიგზის სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებისგან.
- ენერგო პრო ჯორჯია/energo pro Georgia – საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველფყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა გაიარეს 1 კვირიანი ტრენინგი – „მართე უსაფრთხოდ 5.0 – Managing Safety 5.0”. აღნიშნული ტრენინგი, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პრესტიჯული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის – IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს. საქართველოში, აღნიშნული ტრენინგის პროვაიდერია, კომპანია SafCo. კურსის დასრულების შემდგომ, კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ, შრომის უსაფრთხოების ექსპერტის, საერთაშორისო სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ დაეხმარებათ მათ, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავონ საფრთხეების შეფასებისა და რისკების მართვის ახალი მიდგომები და შესაბამისად, კომპანიაში დანერგონ შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტები.
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – კორპორაციის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს ბრიტანული საერთაშორისო კურსი შრომის უსაფრთხოებაში IOSH-Managing Safely და მიიღეს საერთაშორისო სერთიფიცირება.
- სხვადასხვა მუნიციპალიტეტები -,,საფკო’’-ს ტრენერთა ჯგუფმა ჩაატარა ტრეინინგი ,,უსაფრთხო მართვის პრაქტიკა’’ EBRD და GEO environmental outlook-ს ორგანიზებით. ტრეინინგი გაიარა საქართველოს მასშტაბით 144-მა მუნიციპალიტეტების თანამშრომელმა!!!
- GIG ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში – SafCo-ს წარმომადგენლებმა აწარმოეს საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კომპანიის მმართველ გუნდთან და წარმოადგინეს შრომის უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების პრეზენტაცია; გაუზიარეს გუნდს საწარმოო ინციდენტებით გამოწვეული ზარალის სტრუქტურა და პრევენციული ღონისძიებები; განიხილეს რისკების შეფასების აუცილებლობის მიზნობრიობა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვა-განვითარების გზების დასახვა. გუნდთან განხილული იქნა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების სტრუქტურული თუ ადმინისტრაციული დივიზიების შექმნის მიზნით GIG-ს შვილობილ კომპანიებში. დაისახა სასწავლო კურსების ჩატარების გეგმები.
და სხვა კომპანიები.



მსოფლიოში წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის უსაფრთხოების ციკლის შესწავლა უნდა დაიწყოს კომპანიის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლებიდან (დირექტორები, მენეჯერები, ზედამხედველები, ბორდის წევრები, სხვადასხვა სექტორის ხელმძღვანელები). ეს სისტემა არის ინტეგრირებული მართვის პრინციპზე აწყობილი და სწორედ უმაღლესი რგოლების ჩართულობას ითვალისწინებს.