რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია ,,გუდვილის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გორგოძე. ნინოს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, აქედან 10 წელი ადამიანური რესურსების მიმართულებით. მან თავისი კარიერა დაიწყო პერსონალის ადმინისტრირების ასისტენტის პოზიციით 2009-2010წწ, 2010-2012წწ მუშაობდა გუდვილის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პერსონალის ადმინისტრირებისა და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე. 2012-2015წწ მუშაობდა გუდვილის ცენტრალიზებული წარმობა „ მარშეს“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2015 წლიდან დღემდე არის ,,გუდვილის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი …
ფლორისტი, რადგან ძალიან მიყვარს მცენარეები, მათი მოვლა, ეზოს გალამაზება განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა ჩემთვის. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ყოველთვის ვცდილობ მეტი დრო გავატარო დუშეთის აგარკზე,სადაც გადატვირთული სამუშაოს შემდეგ განტვირთვას ჩემს ყვავილების ზღაპრულ სამყაროში ვგრძნობ.
HR hub: არ მიყვარს, როცა გასაუბრებაზე …
მოდიან და არ აქცევენ ყურადღებას ისეთ დეტალებს, როგორიც თუნდაც სულ მცირე ინფორმაციაა კომპანიის შესახებ, ვაკანტური პოზიციის მნიშვნელობა და ა.შ
HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს…
რომელიც არასერიოზულად იქცევა გასაუბრების დროს, ვერ ხსნის თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით. თუ არ არის თავსებადობა ვაკანტურ პოზიციასა და კანდიტატის შესაძლებლობებს შორის.
HR hub: გამოცდილი თუ მოტივირებული? არჩევანს გავაკეთებ …
თუ კადრს გააჩნია გამოცდილება და ასევე არის მოტივირებული, ეს შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო კომბინაციად, თუმცა სამწუხაროდ ასე იშვიათად ხდება. თუ არჩევანის წინაშე დავდგები, ალბათ არჩევანს მოტივირებულ ადამიანზე შევაჩერებ, რადგან ნებისმიერ საქმეში მოტივაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს, მოტივირებულ ადამიანს მთების გადადგმა შეუძლია.
HR hub: კომპანია, სადაც დაუფიქრებლად ვიმუშავებდი…
რა თქმა უნდა კომპანია გუდვილი, რომელიც ჩემთვის იგივე სახლია რადგან უკვე 14 წელია აქ ვმუშაობ და ამ დიდი გუნდის წევრი ვარ. შეიძლება ითქვას ამ კომპანიაში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. ამიტომ ბანალური ვფიქრობ არ იქნება ჩემი პასუხი თუ ვიტყვი რომ ეს არის კომპანია სადაც დაუფიქრებლად ვიმუშავებდი და ვიმუშავებდი ))
HR hub: ადამიანს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი…
უფრო მეტად გაიაზრონ ის მოთხოვნები რასაც დამსაქმებელი ითხოვს ვაკანტურ პოზიციაზე, გაანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნონ რეზიუმე კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე.
HR hub: 3 წიგნი, რომელიც HR-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული…
- გამოვარჩევდი ბრაიან ტრეისის „ შეჭამე ბაყაყი“ რადგან დროის დაგეგმვა ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. თუ სწორად დავგეგმავთ ჩვენს სამუშაო დღეს და დილას ყველაზე უსახური ბაყაყის ჭამით დავიწყებთ (რასაც ხშირ შემთხვევაში არ ვაკეთებთ), ჩვენი დღე ბევრად ნაყოფიერი და მიზნობრივი იქნება;
- რა თქმა უნდა საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის წაკითხვა და ცოდნაც HR-ისთვის აუცილებელია.
- ზოგადად ნებისმიერი პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კითხვა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა. სწორად განვითარებული HR კომპანიის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.
HR hub: ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია …
საკუთარი თავი და შედეგზე ორიენტირება
HR hub: შეცდომა, რომელზეც ვისწავლე …
რომელი ერთი ჩამოვთვალო ))), ყველა საქმეს თავის პატარ-პატარა შეცდომები ახლავს რადგან ვფიქრობ შეცდომებზე უფრო კარგად ვსწავლობთ და უფრო კარგად გვამახსოვრდება რა არ უნდა გავაკეთოთ არასოდეს და რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ვინც საქმეს აკეთებს შეცდომებსაც ის უშვებს.
HR hub: მე რომ პრემიერი ვიყო …
ვეცდებოდი შემექმნა მეტი სამუშაო ადგილი და განათლების მიღება გამეხადა ხელმისაწვდომი. თუმცა პრემიერობას მაინც არ ვისურვებდი.