ვარგძელებთ საქართველოს უნივერსიტეტის რუბრიკას ,,განათლება გაგამდიდრებს“. ამჯერად გაგაცნობთ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის ლექტორს, ამერიკული მედია ორგანიზაცია Coda Story-ის პროდიუსერს – სოფიკო ვასაძეს.
სოფიკო ვასაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო თავისუფლების საინფორმაციო გამოშვების წამყვანად და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში როგორც წამყვანის და პროდიუსერის, ასევე რეპორტიორის თანამდებობებზე. სოფიკო ვასაძე ასევე არის Production Company CREW-ს თანადამფუძნებელი.
ამასთან ერთად, სოფიკო ვასაძეს მოგებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, სირიელ მიგრანტზე შექმნილი დოკუმენტური აუდიო ისტორიისთვის.
“რამხელა თეორიული ბექგრაუნდიც არ უნდა გქონდეს, რაიმეს ხარისხიანად შესწავლა, ვფიქრობ, მხოლოდ პრაქტიკის შედეგად შეიძლება. მე რომ ახლა ვაბარებდე უნივერსიტეტში, აუცილებლად ავირჩევდი საქართველოს უნივერსიტეტს, რადგან სწავლება აგებულია პრაქტიკულ განათლებაზე. ჩემი როგორც ლექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ სტუდენტებამდე მივიტანო ის თანამედროვე ტენდენციები, რომელიც ჟურნალისტიკაშია დღეს და რომელიც ელვის სისწრაფით იცვლება.