HR hub Next HR hub-ის ახალი პროექტია, რომელსაც 2018 წლის ნოემბერში ჩაეყარა საფუძველი. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები HR სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. 2 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ და გეყოლებათ მენტორი. 15 მაისამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს, გაიაროს გასაუბრება და მოხვდეს HR hub Next-ში. რეგისტრაციისთვის იხილეთ აპლიკაცია: HRhubNext
გადავწყვიტეთ HR hub Next II-ის წევრებისთვის გვეკითხა, რას ნიშნავს მათთვის ეს პროექტი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის პასუხებს:
თამუნა აბულაძე: HR Hub Next-ით დავიწყე HR ამბები და იმხელა გამოცდილება, ემოციები და მეგობრები გამიჩინა, რომ ფაქტიურად ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე 💕💕 მიხარია, რომ თქვენთან მოვხვდი. ყველას ვუსურვებ ამ ამბების განცდას 💕 საუკეთესოები ხართ ☝️👏
ქეთევან ვარსიმაშილი: HR hub next…. არის საუკეთესო პროექტი, საუკეთესო ტრენერებით, გზა წარმატებისა და პროფესიონალი ეიჩარობისკენ, მადლობა თქვენ, რომ დააფუძნეთ ეს ჰაბი, გაგვაცანით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და თქვენ თავად ხართ საუკეთესოები ❤️❤️❤️
ანა საძაგლიშვილი: წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი, მოტივაცია, ადგილი სადაც ყალიბდები პროფესიონალად და იღებ ახალ გამოწვევებს …
აი ეს არის ჩემთვის HR hub Next 💙
ბექა ბაბლიძე: HR hub Next-ი ჩემთვის არის მეტი, ვიდრე უბრალოდ პროექტი, 🎓ეს არის სივრცე, სადაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროთი დაინტერესებულები, ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს, 💡სადაც ვქმნით ახალ ურთიერთობებს 🤝 და ავდივართ განვითარების ახალ სიმაღლეზე 🧗♂️
ეს არის მართლაც ინოვაციური პროექტი და მის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მინდა ვუსურვო წარმატებები 💫❣️
ლალი ტოტიკაშვილი: HR hub Next-ი ჩემთვის არის ახალი გამოცდილება, ბევრი დადებითი ემოცია და ახალი ურთიერთობები. ნამდვილად სასიამოვნო პერიოდი გავიარე თქვენთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს🥰
ნინო ბერია: HR hub Next არის ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. გზა, რომელიც უნდა გაიარო იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი HR მენეჯერი.
ნანუკა კიკნაძე: ბევრი შესაძლებლობის აღმოჩენა საკუთარ თავში, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის ადგილი და მოტივაციასა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი 🙂
ნუკი ნავდარაშვილი: უამრავი საინტერესო ადამიანი, გაზიარებული პრაქტიკული გამოცდილება, ამბები რომლებსაც სხვაგან ვერ მოისმენ, ამაღლებული მოტივაცია, განსხვავებული კუთხით დანახული საკუთარი თავი, შეძენილი მეგობრები, ბევრი ღიმილი და დადებითი ემოცია.
რუსკა სილაგაძე: HR hub Next ჩემთვის არის პირველი წინგადადგმული პროფესიული ნაბიჯი წარმატებისკენ, სადაც მივიღე დიდი თეორიული ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებ. მომწონს თქვენი გუნდი, მეგობრული გარემო.❤️ ნამდვილად კარგი და ნაყოფიერი იყო თქვენთან თანამშრობლობა.