შემოგვიერთდით

თეგეტას გრანდიოზული საავტომობილო ექსპო ბათუმში და თიმბილდინგი მატარებელში

27 ივლისს ბათუმში თეგეტას რეგიონში ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ექსპოს გაიმართა და ბათუმში „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა.

კომპანიის 480  თანამშრომელი ფილიალის გრანდიოზული გახსნისთვის მატარებლის ჩარტერით ბათუმში ჩავიდა.
მატარებელში სხვადასხვა თიმბილდინგ აქტივობები გაიმართა.

სანამ ბათუმში ჩავიდოდით და თეგეტა მოტორსის გრანდიოზულ საავტომობილო ექსპოზე აღმოვჩნდებოდით, შუა მატარებელში გუნდური, სახალისო აქტივობები გავაჩაღეთ . მატარებელში სასიამოვნო მუსიკა, მეგობრული გუნდი და წინ ქათქათა, მზიან ბათუმში დაგეგმილი weekend წარმოიდგინეთ. რეგიონში ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ექსპოს მასპინძლებიც და სტუმრებიც ერთდროულად ვიყავით. საინტერესო პრეზენტაციების და გამოფენის შემდეგ კი ფრანის კონცერტს დავესწარით.საბოლოოდ, საღამო დავაგვირგვინეთ ფეიერვერკით და ზღვირპირას გალა ვახშმით! ასე ვმუშაობთ და ვერთობით ჩვენ!” – აცხადებენ კომპანიაში.