შემოგვიერთდით

როგორი CV ექნებოდა ჩე გევარას?

პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა

დაბადების თარიღი : 14.06.1928

საცხოვრებელი ადგილი: არგენტინა, კუბა

განათლება

1955წ. – სამხედრო წვრთნა დარტყმისა და უკან დახევის ტაქტიკა პარტიზანულ ომში

1948 – 1953 წ. –  ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, დოქტორი

სამუშაო გამოცდილება

1964 წლიდან მსოფლიო მნიშვნელობის რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე

1960წ. -ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

1960წ. – სოფლის მეურნეობის რეფორმის ინსტიტუტი, მრეწველობის მინისტრი

1959წ.  სამთვიანი მისია ბანდუნგის პაქტის 14 ქვეყანასა და ასევე ქალაქ სინგაპურსა და ჰონგ-კონგში

1959წ. – ლა-კაბანიის ციხესიმაგრის საპყრობილის კომანდირი

1954წ.  მეხიკოშის ცენტრალური საავადმყოფოს ალერგიის განყოფილება, ექიმი

მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ლექტორი

 ლათინური ახალი ამბების სააგენტო, ფოტოგრაფი

1951წ. – მოხალისე  პერუ, სან-პაბლო, მდინარე ამაზონის ნაპირებთან მდებარე კეთროვანთა კოლონია

მიღწევები 

  • 1961 წლის „განათლების წლად“ გამოცხადება. მობილიზებული იქნა 100 000 მოხალისე, რომლებიც ე. წ. „წიგნიერების ბრიგადებში“ გაერთიანდნენ და გაგზავნილ იქნენ სოფლებში სკოლების ასაგებად, ახალი მასწავლებელების მოსამზადებლად, მთავარი მიზანი კი მაინც უწიგნური გუახიროებსითვის (გლეხები) წერა-კითხვის სწავლება იყო. ეს კამპანია შეფასებულ იქნა, როგორც „შესანიშნავი წარმატება“. კუბის წიგნიერების კამპანიის დასრულებისას, წერა-კითხვა შესწავლილი ჰქონდა 707 212 მოზარდს, რის შედეგადაც ქვეყანაში წიგნიერების მაჩვენებელმა 96 %-ს მიაღწია.
  • საყოველთაო წვდომის უმაღლესი განათლების სისტემა. ამის მისაღწევად, ახალმა მთავრობამ უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა.
  • სიერა-მაესტრას მთებში ყუმბარების საწარმოო ფაბრიკების შექმნა, პურის საცხობი ღუმელების აშენება, ახალწვეულებისთვის სხვადასხვა ტაქტიკის სწავლა, უწიგნური გლეხებისთვის სკოლების მოწყობის ორგანიზება და ჯანდაცვის კლინიკების, სამხედრო ტაქტიკის სასწავლო საამქროებისა და გაზეთის დაარსება.

ენები:

ესპანური – თავისუფლად

ინგლისური – კარგად

რეკომენდატორი: ფიდელ კასტრო კუბის პრეზიდენტი