შემოგვიერთდით

საკონდიტრო ,,სანდომი” სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

25 მარტს, სოციალურ ქსელში საკონდიტრო ,,სანდომის” ყოფილი თანამშომლის განცხადება გავრცელდა, სადაც ის კომპანიას დასაქმებულთა არაადამიანური შრომისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ,,სანდომში” დასაქმებულის ახლობელი მარიამ ხაჭვანი წერდა. დღეს, აღნიშნულ პოსტს კომპანია ,,სანდომი” გამოეხმაურა და პოსტში არსებულ ინფორმაციას სიცრუე და ცილისწამება უწოდა.

ორივე მხარის განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ:

მარიამ ხაჭვანი

,,ფონიჭალაში არის შოკოლადის ხარხანა
” სანდომი” ანუ, ს ა მ ო ნ ე თ ი !
ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, სამსახური მოეზებნა,ხოდა ასე შემთხვევით აღმოჩნდა იმ ქარხანაში,სადაც შოკოლადის ჩაწყობა ევალებოდა ყუთებში. დილით ცხრა საათზე უკვე ქარხანაში იყო. მასთან ერთად სამი ქალბატონი აწყობდა შოკოლადს,მათ შორის ერთი ორსული. მანქანა ,რომელიც შოკოლადს სწრაფად ყრიდა 15 საათი გაუჩერებლად მუშაობდა და ეს ქალბატონები ფ ე ხ ზ ე დგომით 15 საათი აწყობდნენ შოკოლადს ჩქარ-ჩქარა.
ამ 15 საათში 15 წუთი შეასვენა მხოლოდ დამკვირვებელმა,ისიც ცალცალკე…
ქალბატონებს იმ 15 წუთის გარდა,წყლის დალევის საშუალებაც არ ჰქონდათ მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
ასევე , რამოდენიმე ვიდეოთვალი იყო ოთახში დამონტაჟებული,რომლითაც ადამიანების არაადამიანურ შრომას აკვირდებოდნენ “ბატონები” !!!
თუ ვინმე ცუდად გახდებოდა, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ.
ამას თან ერთოდა უჰაერობა და პეჩენიების დამწვრის სუნი, რომელიც გვერდითა ოთახში ცხვებოდა, სადაც გამწოვი არ იყო დამონტაჟებული…
არ იყო წყალი…
შოკოლადიან ხელებს სალფეთქით იწმენდნენ…
ასევე , შიშველი ხელებით აწყობდნენ ხელთათმანების გარეშე…
ეხლა ანაზღაურება!
ერთი ტონა შოკოლადი უნდა ჩაეწყო ოთხ ქალს დღეში და ყველა ერთად მიიღებდა 70 ლარს დღიურად.
ერთი მოზრდილი ყუთი შოკოლადი ორ კილოს იწონიდა,ანუ ხუთასი ყუთი.
დამკვირვებელი ყოველ წამს აჩქარებისკენ მოუწოდებდა და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შეიზლება სკამებზე დასხდნენ და ისე ჩააწყონ, იყო შემდეგი : “ფეხზე დგომით უფრო აქტიურად მუშაობს ადამიანი,დამტკიცებულიაო”
რათქმაუნდა, იმ საშინელი დღის მერე, ვინც ეს კოშმარი მიამბო იქ არ დაბრუნებულა,მაგრამ,ვერ გამოდის იმ საშინელი სტრესიდან და ეცოდება ადამიანები ვინც იქ დატოვა,ადამიანები,რომლებიც იზულებული არიან იყონ მონები,რადგან ავადმყოფი შვილი, პატარა ბავშვები ,თუ , დედა ჰყავთ სარჩენი.
ამ ყველაფრის გაპროტესტების ეშინიათ,ვინაიდან დაკარგავენ ვაი სამსახურს.
არა მარტო შოკოლადის ჩაწყობა, ყველა სხვა პოზიციაზე მონებად ჰყავთ ქცეული ადამიანები.

მე იმედი მაქვს,დღესვე,ან ხვალვე,შესაბამისი სამსახურები,რომლებსაც შრომის უფლებები ეხება.
სამსახურები,რომლებსაც ეს ელემენტალური პირობების კონტროლი ეხება, ეს ნაწარმი ფართო ბაზარს მოიცავს, მიიღებენ შესაბამისს ზომებს.

მე იმედი მაქვს,რომ დაიცათ იქ მომუშავე ყველა ადამიანის უფლებებს და უკეთესს პირობებს შეუქმნით.

ახლობელი,რომ ამ კოშმარულ ისტორიას მიყვებოდა,სურვილი გამიჩნდა მეც მივსულიყავი ვაკანსიაზე და ჩემი თვალით მენახა,ვყოფილიყავი ერთი დღე მონა და მას შემდეგ დამეწერა ეს პოსტი,მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო,ჯერ კიდევ ვერ მოვახერხებ 15 საათი გამოვნახო,თორემ ამას ადამიანების გულისთვის სიამოვნებით გავაკეთებდი.

პატივი ვცეთ ერთმანეთს და თუ ვინმე გრზნობთ,რომ მონურად გექცევიან,ხმა ამოიღეთ,გადაარჩინეთ საკუთარი თავი და სხვებიც. სულაც არ მიკვირს რატომ დადის ამდენი სევდიანი ადამიანი ამ ქალაქში,დღეს ეს არ უნდა ხდებოდეს….!!!
#არამონობას! !!
#დაიცავითშრომისუფლებები! ”

საკონდიტრო სანდომი

,,საკონდიტრო კომპანია “სანდომი” ეხმაურება იმ ცილისმწამებლურ, პროვოკაციულ პოსტს, რომელიც სამწუხაროდ გადამოწმებისა და ელემენტარული პასუხისმგებლობის გარეშე გააზიარა ერთ-ერთმა ვებ გვერდმა, თითქოს საწარმოში ირღვევა დასაქმებულთა შრომითი უფლებები, გარდა ამისა არ არის სათანადო სისუფთავე.

კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ საწარმოს მიღებული აქვს ISO 22000-2005 ხარისხის სერთიფიკატი – რაც ნიშნავს,რომ საკონდიტრო საწარმო “სანდომი” სრულიად აკმაყოფილებს ამ სერთიფიკატის შესაბამის ყველა მოთხოვნას. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 400- ზე მეტი ადამიანი, რომელიც მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გუნდურად მუშაობს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნასა და მუდმივ განვითარებაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს თანამშრომლებს შექმნილი აქვთ ადეკვატური შრომითი პირობები და მათი შრომითი უფლებებიც კანონის მიხედვით არის დაცული. სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს რამდენიმე გაბოროტებული ადამიანის პროვოკაციული განცხადებები უფრო დიდი ენთუზიაზმით შუქდება, ვიდრე ის ქველმოქმედება, რომელსაც კომპანია სისტემატურად ახორციელებს, ასევე ის ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირება, რომელსაც ქმნის საკონდიტრო კომპანია “სანდომი” . მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით მივმართოთ სასამართლოს და მოვთხოვოთ პასუხი შესაბამის პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის და კომპანიის იმიჯის შელახვისათვის.”