შემოგვიერთდით

8 ივნისს თბილისში “დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 8 ივნისს 16:00სთ-ზე ვაკის პარკში (ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ თუ ამინდი შეიცვალა და გადადება მოგვიწია, მინიმუმ 1 კვირით ადრე გაცნობებთ) დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის 100-მდე ორგანიზაცია მიიღებს.

ღონისძიების მიზანია ორგანიზაციებმა კანდიდატებს და პოტენციურ თანამშრომლებს გააცნონ სამუშაო გარემო, პირობები და ის უპირატესობები, რაც მათ გამოარჩევს სხვა დამსქმებლებისგან. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა.

დამქირავებლის ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს კანდიდატების დასაინტერესებლად მეტი ძალისხმევა და კანდიდატებთან გაასმაგებული კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენი ღონისძიება, სწორედ დამსაქმებლის ბრენდებს დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

გარდა გამოფენისა, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებს, თამნამშრომლებს, შეუძლიათ 15 წუთიანი პრეზენტაციით მიმართონ აუდიტორიას და მოუყვნენ კანდიდატებს თუ რა კარიერული შეთავაზება აქვს კომპანიას.

სპიკერები ტალანტების მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შეფასების 4 ძირითად  ფაქტორზე ისაუბრებენ:

  1. როგორ ზრენავენ თანამშრომლებისკარიერულ განვითარებაზე;
  2. როგორია კომპანიის კულტურა და რა ბენეფიტებია ორგანიზაციაში;
  3. რა სარგებელს ქმნის კომპანია საზოგოადოებისთვის, რადგან დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან;
  4. როგორია ორგანიზაციაში თანამშრომლების გამოცდილება;
  5. როგორ პოზიციონირდება კომპანია, როგორც დამსაქმებელი.

ღონისძიების ფორმატი შემდეგნაირია:

  • გამოფენა Employer Brand Space  – სტენდების სივრცე, სადაც კერძო და საჯარო ორგანიზაციები წარმოაჩენენ დამსაქმებლის ბრენდებს;
  • დასაქმების ფესტივალი – თუ ორგანიზაციებს მიმდინარედ ღია ვაკანსიებიც აქვთ,  შეხვდებიან მათი ორგანიზაციით დაინტერესებულ კანდიდატებს და ადგილზევე მოხდება გასაუბრებები;
  • გაიმართება პროექტის “100 დამსაქმებელი საქართველოში, რომელსაც უნდა იცნობდე” – პრეზენტაცია.

დამსაქმებლის ბრენდი არის თქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილი დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების  და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები). ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში/ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი.

მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.

ვინ მოვა ღონისძიებაზე:

ღონისძიებას დაესწრება 10 000-მდე კანდიდატი.

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
  2. სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება.

რა არის დასაქმების ბრენდების გამოფენაში/დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
  • თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა და დასაქმების ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

საქართველოს მომავალი ევროპაშია %uD83C%uDDEC%uD83C%uDDEA 🇪🇺

HR hub პროექტს “100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე” იწყებს

ჩვენი პროექტის „100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე“ მიზანია საზოგადოებას, კანდიდატებს გავაცნოთ კომპანიების როგორც დამსაქმებლების კონკურენტული უპირატესობები, ფასეულობები, კულტურა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამუშაო გარემო. Continue reading “HR hub პროექტს “100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე” იწყებს”

რა ზომებს მიმართავენ დამსაქმებლები კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებლების ჩართულობა და აქტიურობა. საინტერესოა რა ღონისძიებებს ატარებენ ამ კუთხით ქართული და საერთაშორისო კომპანიები. Continue reading “რა ზომებს მიმართავენ დამსაქმებლები კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?!”

საკონდიტრო ,,სანდომი” სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

25 მარტს, სოციალურ ქსელში საკონდიტრო ,,სანდომის” ყოფილი თანამშომლის განცხადება გავრცელდა, სადაც ის კომპანიას დასაქმებულთა არაადამიანური შრომისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. Continue reading “საკონდიტრო ,,სანდომი” სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება”