შემოგვიერთდით

ქართველი ბიჭები ფიზიკის წრეებიდან ნასაში

როგორ უნდა მოხვდე ფიზიკის წრეებიდან ნასამდე?
კლასელებმა: ბექა მიქაძემ, ვახტანგ კონტრიძემ, გიორგი ნიორაძემ და გიორგი მარგიანმა ტექნოლოგიების სიყვარული სკოლის ფიზიკის წრეებით დაიწყეს და ნასაში მოგზაურობით გააგრძელეს.

2015 წელს ბიჭებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ შეიტყვეს და საკუთარი ფანტაზიის რეალობად ქცევა გადაწყვიტეს. ახალგაზრდები მსოფლიო მასშტაბის გამოწვევას შეეჭიდნენ და მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიგნებებზე დაიწყეს მუშაობა.

“მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადი და დამღლელი იყო. ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ბაზის მიხედვით და ჩვენი კურატორის მითითებებით ვმუშაობდით. პროექტის სრულყოფამდე უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება დაგვჭირდა”. – აღნიშნავს ვახტანგ კონტრიძე.

გუნდი კონკურსში პროექტით “მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია” წარსდგა. მონდომებამ და შრომამ შედეგი გამოიღო, „სოლარი“ პირველი ადგილას გავიდა. გამარჯვებულები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრნენ და კონრადის ფონდის ინოვაციების საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

გუნდის წევრებმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტი – საქართველოს დაფინანსება მოიპოვეს და ახლა უკვე პირველი კურსის სტუდენტები, ტექნოლოგიური მიღწევებისთვის განაგრძობენ სწავლას.

წყარო: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო | MCA – Georgia