ქ.ზუგდიდში პრაიმის სერვის–ცენტრი გაიხსნა.
15 მარტს პრაიმის კიდევ ერთი სერვის–ცენტრი გაიხსნა. ამჯერად ქ.ზუგდიდში.სადაზღვევო კომპანია პრაიმი აფართოვებს რეგიონალურ ქსელს. დღეიდან დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება მათივე რეგიონში.
სერვის ცენტრის საზეიმოდ გახსნას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ჩამოსული სტუმრები. მათ შორის იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია და ადგილობივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ზუგდიდის მოსახლეობას ფილიალის გახსნა მიულოცეს.
სერვის–ცენტრის მისამართია: გამსახურდიას 28