შემოგვიერთდით

ხვალ საქართველოს უნივერსიტეტში კიბერსუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

3 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, კიბერსუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

მსგავსი მასშტაბის ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის კიბერსივრცის ყველა  დაინტერესებული მხარე;  სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორი, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:

  • კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში;
  • კიბერ საფრთხეები და სახელმწიფოს როლი;
  • კრიტიკული ინფრასტრუქტურების დაცვა;
  • კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი;
  • პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში;
  • ინტერნეტი და ბავშვები.

ასევე,ფესტივალზე საქართველოში პირველად, განხილული იქნება “დომენური სახელების სისტემების უსაფრთხოება DNSSEC“ .

ფესტივალი დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი კონტაქტები და იმუშაონ მიმდინარე გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ფესტივალზე დასასწრებად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს, ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. http://ifcs.ug.edu.ge/registration

დრო: 09:00 -17:30 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი; კოსტავას 77ა; IV კორპუსი; #519 აუდიტორია