HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.
ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. ღონისძიება რამდენიმე ნიშნით იქნება გამორჩეული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის დორექტორებს და არა მხოლოდ HR მენეჯერებს. ასევე, გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა ამის საშუალებას მოგვცემს).
პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე.
იქნება CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში;
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: http://bit.do/EXPO-JOB და მიიღეთ სიახლეები დასაქმების ფესტივალის შესახებ.
დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.
კომპანიებს, რომლებსაც სურთ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი და გრანთ თორნთონი.