HR hub–ის ორგანიზებით, 5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანის N1), 17:00-19:00 სთ-ზე Job Fest – კარიერისა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება,სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები. სამუშაოს მაძიებლებისთვის ფესტივალში მონაწლეობა თავისუფალია. Continue reading “Job Fest – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”→
HR hub–ის ორგანიზებით, 8 ივნისს 16:00სთ-ზე ვაკის პარკში (ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ თუ ამინდი შეიცვალა და გადადება მოგვიწია, მინიმუმ 1 კვირით ადრე გაცნობებთ) დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის 100-მდე ორგანიზაცია მიიღებს.
ღონისძიების მიზანია ორგანიზაციებმა კანდიდატებს და პოტენციურ თანამშრომლებს გააცნონ სამუშაო გარემო, პირობები და ის უპირატესობები, რაც მათ გამოარჩევს სხვა დამსქმებლებისგან. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა.
დამქირავებლის ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს კანდიდატების დასაინტერესებლად მეტი ძალისხმევა და კანდიდატებთან გაასმაგებული კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენი ღონისძიება, სწორედ დამსაქმებლის ბრენდებს დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
გარდა გამოფენისა, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებს, თამნამშრომლებს, შეუძლიათ 15 წუთიანი პრეზენტაციით მიმართონ აუდიტორიას და მოუყვნენ კანდიდატებს თუ რა კარიერული შეთავაზება აქვს კომპანიას.
სპიკერები ტალანტების მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შეფასების 4 ძირითად ფაქტორზე ისაუბრებენ:
როგორ ზრენავენ თანამშრომლებისკარიერულ განვითარებაზე;
როგორია კომპანიის კულტურა და რა ბენეფიტებია ორგანიზაციაში;
რა სარგებელს ქმნის კომპანია საზოგოადოებისთვის, რადგან დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან;
როგორია ორგანიზაციაში თანამშრომლების გამოცდილება;
როგორ პოზიციონირდება კომპანია, როგორც დამსაქმებელი.
ღონისძიების ფორმატი შემდეგნაირია:
გამოფენა Employer Brand Space – სტენდების სივრცე, სადაც კერძო და საჯარო ორგანიზაციები წარმოაჩენენ დამსაქმებლის ბრენდებს;
დასაქმების ფესტივალი – თუ ორგანიზაციებს მიმდინარედ ღია ვაკანსიებიც აქვთ, შეხვდებიან მათი ორგანიზაციით დაინტერესებულ კანდიდატებს და ადგილზევე მოხდება გასაუბრებები.
დამსაქმებლის ბრენდი არის თქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილი დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები). ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში/ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე:docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.
ვინ მოვა ღონისძიებაზე:
ღონისძიებას დაესწრება 10 000-მდე კანდიდატი.
ასაკობრივი ჯგუფი:
18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება.
რა არის დასაქმების ბრენდების გამოფენაში/დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
საორგანიზაციო დეტალები:
თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა და დასაქმების ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები:
HR hub–ის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.
დასაქმების ფესტივალი, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. აქ პირისპირ შეხვდებით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას გრანტებსა და დაფინანსებაზე და ადგილზე აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს.
კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა;
კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან და გასაუბრებები, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.
მიზანი:
კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.
გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:
ასაკობრივი ჯგუფი:
18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.
რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
ტელეპერფორმანსი არის გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია.
410,000-ზე მეტი შთაგონებული და მოტივირებული ადამიანით, რომლებიც საუბრობენ 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენი გლობალური მასშტაბი და ადგილობრივი ოპერირება, საშუალებას გვაძლევს დადებითი როლი ვითამაშოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კლიენტებისა და გარემოს მხარდაჭერის კუთხით.
ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე მოწინავე, ციფრულ ბიზნეს სერვისებს, რითიც მნიშვნელოვნად ვეხმარებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციაში და მდგრადობის შენარჩუნებაში.