8 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე Magti Club-ში HR hub-ის ღონისძიება განახლებული ფორმატით HR Nights გაიმართება.
ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.
HR Nights ჰაბის ყოველთვიური შეხვედრებისგან გამორჩეული იქნება. ღონისძიება დაიწყება პანელ დისკუსიით და გაგრძელდება ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შემაჯამებელი გამოსვლით სტრესის მართვისა და დაბალ პოზიციებზე ადამიანების მოტივაციის თემაზე.
პანელ დისკუსიაში სპიკერები გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას. ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე როგორიცაა:
- მომსახურების სფეროს პრობლემები, გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვის კუთხით (მაღალი გადინება, თანამშრომლების ჩართულობა, სეზონური მოთხოვნა, კომუნიკაცია);
- მილენიალები და GEN Z;
- რეკრუტინგი;
- მოტივაცია დაბალ (არამენეჯერულ) პოზიციებზე;
- სტრესის მართვა;
- განვითარება.
პანელ დისკუსიის მონაწილეები არიან:
- ნატა ჯავახიშვილი – მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი ;
- გვანცა მურღვლიანი – თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- მირანდა მანჯგალაძე – სპარ საქართველოს დირექტორი;
- ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი, კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი;
- გიორგი მურჯიკნელი – Mgroup – ის საოპერაციო დირექტორი.
პანელ დისკუსიას გაუძღვება და მოდერატორობას გაუწევს HR კონსულტანტი ლიკა ნოზაძე. ღონისძიების ბოლოს გაიმართება Cocktail Party და თქვენს განწყობაზე იზრუნებს დიჯეი Rembo და გუკა სალუქვაძე.
ვის შეუძლია ღონისძებაზე დასწრება:
- HR მენეჯერები და კომპანიის დირექტორები;
- საშუალო რგოლის მენეჯერები.
ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია შესაძლებელია 7 ნოემბრამდე: .
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: PSP დაზღვევა, პალიტრა მედია ჰოლდინგი, English Book Education, RemBow, Grant Thornton Georgia.