თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები სოციალურ ქსელში მარინე ჭუმბურიძის შესახებ წერს, რომელიც
წავკისის ბიბლიოთეკის მენეჯერი და ერთადერთი თანამშრომელია.
მარინე ჭუმბურიძე:
,,ბიბლიოთეკა ემსახურება არა მარტო წავკისს, არამედ კოჯორს, ტაბახმელას, შინდისსა და ზაფხულობით დასასვენებლად ამოსულ მოაგარაკეებსაც. ეს აქ ერთადერთი კულტურულ-შემეცნებითი ადგილია, ამიტომ მისი სოციალურ-საზოგადოებრივი როლი დიდია. ელექტროენერგია, წლების განმავლობაში, ამავე შენობაში არსებული საბავშვო ბაღიდან დამაგრძელებლებით მქონდა გადმოყვანილი, რაც ნორმალურად ფუნქციონირებაში ძალიან გვიშლიდა ხელს. ორიოდე კვირის წინ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელობა გვესტუმრა და ეს პრობლემაც მოაგვარა. ახლა უკვე ბიბლიოთეკა გამართულად მუშაობს და ახალი სასწავლო წლისთვისაც მზად ვართ.საყვარელ საქმეს 1976 წლიდან ვემსახურები და მთელი ეს დრო აქ, ჩემი საცხოვრებლის სიახლოვეს გავატარე. სტუდენტობიდან აქტიური ვიყავი. მაშინაც და შემდგომშიც, სისტემატურად ვერთვებოდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, ამიტომ ბიბლიოთეკაში მუშაობა, სადაც ხალხთან მიხდება ურთიერთობა, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა.
ვისურვებდი, რომ ფილიალის 7 ათას წიგნიანი ფონდი ხშირად განახლდეს. აქვეა საბავშვო ბაღი და სკოლა, ამიტომ ამ ასაკისთვის განკუთვნილი წიგნები უფრო გაგვახარებდა. მოსწავლეები, ძირითადად, თანამედროვე და ჟანრულ ლიტერატურას ითხოვენ. ეს მათ დაეხმარება გაიცნონ სამყარო და უფრო მრავალმხრივი განათლება მიიღონ”.