შემოგვიერთდით

Safco – ს ახალი ვებ-გვერდი აქვს!

საფკოს ახალი ვებგვერდი მზადაა. განახლებული საიტის საშუალებით შესაძლებელია:

🔸 დარეგისტრირდეთ შრომის უსაფრთხოების ტრენინგებზე;
🔸 მიიღოთ სრული ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ;
🔸 თვალი ადევნოთ არსებულ და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს;
🔸 გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენი შესრულებული პროექტებისა და პარტნიორების შესახებ.

👉 ვებგვერდზე არსებული ბლოგის საშუალებით კი შეძლებთ ჩაერთოთ შრომის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ დისკუსიებში.

SafCo არის დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

“ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სხვადასხვა უსაფრთხოების მომსახურებას რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

გამოცდილება – ჩვენ გვაქვს 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ვართ საქმის პროფესიონალები და ვფლობთ შესაბამის კვალიფიკაციას ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებილ სტანდარტებსა და მოთხოვნებში.

კლიენტები – ჩვენი კლიენტები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის: სამშენებლო, საწარმოო, ფაბრიკა-ქარხნები, პორტები, სასტუმროები, სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ.

კვალიფიკაცია – ჩვენ ვფლობთ უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებულ სერტიფიკატებს, როგორებიც არიან:
National Examination Board in Occupational Safety and Health (NEBOSH), IOSH (institution of Safety and Health), OHSAS 18001; ISO 19011 Lead Auditor; NFPA (National Fire Protection Administration) BOHS (British Occupational Hygiene Society); Control of Work Systems.

ჩვენი მიზანი – ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ ამერიკული და ბრიტანული (OSHA, BSC) შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს ახალი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლაში, უსაფრთხოების კულტურის დანერგვაში და განვითარებაში, მაღალი სტანდარტების მიღწევაში და მათ შენარჩუნებაში.” – აცხადებენ კომპანიაში.