შემოგვიერთდით

,,ჩემთვის არ არსებობს დაღლა. მთავარი მოტივატორი არის სტუმარი” – მარია კუჩინა შეფმზარეული

XVII • Seventeen არის რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ იტალიური სამზარეულოს გემრიელი კერძებით.

ახალი იტალიური რესტორანი განთავსებულია King David-ის ბიზნეს ცენტრის მე-17 სართულზე. ეს გახლავთ ადგილი, სადაც კარგად შეიგრძნობთ ქალაქის ენერგეტიკას და ისიამოვნებთ თბილისის პანორამული ხედებით.

ჩვენი რუბრიკის ,,სამზარეულოს ამბების”  სტუმარია XVII • Seventeen-ის შეფმზარეული მარია კუჩინა.

HR hub: მარია  გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ. რა გზა გაიარეთ?

ყოველთვის მინდოდა მზარეულად მუშაობა და უკვე 17 წელია სამზარეულოში ვარ. ვმუშაობდი დაბალ პოზიციაზე, დამხმარე ვიყავი შეფის.

დავიბადე პატარა ქალაქ კამენკში, შემდეგ გადავედი პენზაში და მერე მოსკოვში. რამდენიმე წელი დაახლოებით 7 წელი ვიმუშავე მოსკოვში იტალიურ სამზარეულოში, რომელიც ძალიან შემიყვარდა. იქ მყავდა შეფი ანტონიო, ვინც მასწავლიდა. მერე ერთად გავხსენით რამდენიმე იტალიური რესტორანი. სადაც ის მიდიოდა მეც მივდიოდი მასთან ერთად. მთელი ამ დროის განმავლობაში მისგან ვსწავლობდი.

ყოველთვის მაინტერესებდა როგორ შეეძლოთ იტალიელ შეფებს ამდენი შედევრის შექმნა. ასევე იტალიელ შეფებთან ვისთანაც მიმუშავია, ყველა გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური რეცეპტებითა და მომზადების სტილით.

HR hub: საქართველოში როგორ აღმოჩნდით?

2 წლის წინ, ჩემს შეფთან ერთად ჩამოვედი საქართველოში. შემდეგ ის დაბრუნდა უკან და მე დავრჩი.

HR hub: პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად შექმენით?

ეს იყო ძალიან ადრე, ზუსტად არც მახსოვს. სალათი თევზით ,,სივიჩე” ახალი თევზი დამარინადებული ციტრუსით. ეს იყო თანამედროვე იტალიური რესტორანი.

HR hub: რატომ არის საინტერესო თქვენთვის ეს პროფესია?

ძალიან მიყვარს მზადება. სამზარეულოში თავს ვგრძნობ როგორც თევზი წყალში. აქ შემიძლია ვიმოძრაო. ეს არის ადგილი სადაც ერთდროულად შემიძლია მივხედო შეწვის, მოხარშვის პროცესს. ჩემთვის არ არსებობს დაღლა. მთავარი მოტივატორი არის სტუმარი. სტუმრების წასვლის შემდეგ, მაგიდაზე არსებული ცარიელი თეფშები მიუთითებს იმას, რომ ჩემი დაღლა ამ ყველაფრის სანახავად ღირდა, რომ სტუმარი ყოფილიყო კმაყოფილი და ნასიამოვნები.  არ გამოვირჩევი კომუნიკაბელურობით, თუმცა ამ ყველაფერს ვახერხებ თეფშების დახმარებით.

HR hub: რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?

ზოგადად ხმელთაშუა ზღვის ყველა სამზარეულო მიყვარს. იტალიური მაინც პირველია ჩემთვის. ყველა ქვეყანას აქვს როგორც გამორჩეულად გემრიელი კერძები, ასევე ნაკლებად გემრიელი.  აი რატომ მიყვარს მე იტალიური სამზარეულო. მაგალითად ფრანგებს აქვთ ვიზუალზე ორიენტირებული კერძები, რომლებსაც შეგიძლია მხოლოდ ფოტო გადაუღო. აი  იტალიური სამზარეულო გამოირჩევა დიდი პორციებით და ნოყიერებით. საქართველოშიც ასეა, სუფრა ყოველთვის მდიდრულია და ხვავიანი. მე მიყვარს მათი დამოკიდებულება საჭმელების მიმართ. როგორ იყენებენ ბაზილიკოს, ცხელი ზეითუნის ზეთს და ნიორს, თეთრ ღვინოს.

HR hub: რა არის საჭირო იმისთვის, რომ კულინარიაში იყო წარმატებული?

პირველ რიგში მთავარია არ შეიფერო შენი სტატუსი, რომ შეფი ხარ, დაიცვა ბალანსი და არ იმოქმედო უარყოფითად შენს თანამშრომლებზე. რეალურად ყველა ერთ საქმეს ემსახურება, თუმცა პასუხისმგებელი ყველა დეტალზე შენ ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი შეფისთვის ის კი არ არის, რომ მხოლოდ შენ ამზადებდე გემრიელად, არამედ შენი გუნდი. ვერ მოიპოვებ იმ ადამიანების ნდობას, ვისთან ერთადაც გიწევს მუშაობა თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებ.

ასევე გასათვალისწინებელია არ უყვირო და  ეჩხუბო შენს თანამშრომლებს. აუცილებლად უნდა მიმართო მათ მშვიდად. დაარწმუნო რომ ყველაფერი გამოუვა, როდესაც ხედავ რომ რაღაც არ გამოსდის და ნერვიულობს. ფანტაზია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აიღო კლასიკური რეცეპტი და გააკეთო რაღაც მოულოდნელი. მეგობრული გარემოს შექმნა შრომისუნარიანობის ხელმშემწყობი ფაქტორია. ამიტომაც მე ვარ ძალიან ჩვეულებრივი შეფი, გვირგვინის გარეშე.

HR hub: რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროფესია, მუშაობენ თუმცა  კულინარია ძალიან აინტერესებთ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა გაირონ ძვირადღირებული კულინარიის კურსები.

თუ ძალიან უნდათ სწავლა, შეუძლიათ ნახონ შეფი, რომელიც უფასოდ ასწავლის მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მე არ ვთვლი, რომ ეს არის პროფესია, რომელიც უნდა ისწავლო რომელიმე სასწავლებელში. უნდა იარო სამზარეულოში. პრაქტიკაა მნიშვნელოვანი. სამზარეულო ყოველთვის არ არის სტანდარტი. აქ შენ სწავლობ ფიქრს, აზროვნებას.

HR hub: რისი გასინჯვის გარეშე არ უნდა დავტოვოთ XVII • Seventeen?

პასტა ზღვის პროდუქტებით ძალიან მომწონს და მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ასეთი გემრიელი სწორედ ეს გამოგვივიდა, რადგან საქართველოში ზღვის პროდუქტები არ არის და შემოდის სხვა ქვეყნებიდან. ასევე გემრიელია ბრუსკეტა ტუნათი. დესერტებში მილფეი.