30 იანვარს, 19:00სთ-ზე, ტერმინალში, საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება. HR hub – ის ეს ღონისძიება IT რეკრუტინგსა და HR ტექნოლოგიებს დაეთმობა.
სპიკერები იქნებიან, როგორც IT რეკრუტინგის სპეციალისტები, ასევე პროგრამისტები და დეველოპერები. მოეწყობა პანელ-დისკუსიაც.
ბაზარზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე. შესაბამისად, IT პოზიციების რეკრუტინგი, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების მოძიება და დასაქმება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა რეკრუტერებისთვის.
ამ ნაწილში პირველი სპიკერი იქნება თიბისი IT აკადემიის მენეჯერი ზურა პერტაია, რომელიც ისაუბრებს სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს HR-მა IT მიმართულებით.
მეორე სპიკერი გახლავთ ირაკლი მიქიაშვილი – IT ბიზნეს პარტნიორი adjarabet.com, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს.
თემა: IT რეკრუტინგი, IT გუნდის მოტივირება, ჩართულობა და შენარჩუნება.
პანელ-დისკუსია:
- მარია ღლონტი, TBC ბანკი, ეჯაილ ქოუჩი – თემა: “ეჯაილ მიდგომებით პროექტების და ბიზნესის მართვის თავისებურებები;
- ოთარ წილოსანი – გამოცდილი Fullstack ვებ-დეველოპერი. წარმატებით ჩატარებული 10-ზე მეტი სასწავლო პროგრამის მენტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ვებ დეველოპერობას ისეთ კომპანიებში როგორიც არის: Myvideo, ITDC, Adjarabet.com, Fincue. ტექნიკური ჯგუფის ლიდერი Product Savvy Consulting-ში, ამჟამად მუშაობს Chief Technology Officer (CTO) კომპანია Livo – ლივო ში;
- ელენე ლაცოშვილი – software architect. ელენეს 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით;
- სანდრო დოლიძე – დეველოპერი. პირადად ქონია 20-მდე გასაუბრება პატარა თუ დიდ უცხოურ კომპანიასთან მაგალითად: Google, Microsoft, Dropbox, Toptal – თან. თემა: რატომ არჩევენ დეველოპერები ფრილანსერობას?
HR პროცესების სწრაფი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, სწორედ ამ თემას დაეთმობა ღონისძიების მეორე ნაწილი.
ამ თემაზე ისაუბრებს: რეზო ლომიძე, “ვაბაკოს” კომერციული დირექტორი.
ვის შეუძლია ღონისძებაზე დასწრება:
- HR მენეჯერები, IT რეკრუტერები და კომპანიის დირექტორები;
- დეველოპერები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი, ვაბაკო და Grant Thornton Georgia.