შემოგვიერთდით

ლაკო გრიგალაშვილი ,,ამაზონის” გუნდის წევრი გახდა

ვარგძელებთ  საქართველოს უნივერსიტეტის რუბრიკას ,,განათლება გაგამდიდრებს“. 

ამჯერად გაგაცნობთ საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული – ლაკო გრიგალაშვილი ამაზონის გუნდის წევრი გახდა, მან 6 ეტაპიანი შესარჩევი ტური გაიარა და ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს სიეტლში, Amazon-ის სათაო ოფისში Software Engineer-ის პოზიციაზე.

ლაკო ფულბრაითის პროგრამის ფინალისტია და ამერიკის მთავრობის სრული დაფინანსებით 2 წელია, სამაგისტრო საფეხურზე სწავლობს, Syracuse University-ში კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ Amazon-ი უმსხვილესი ამერიკული, საერთაშორისო, ტექნოლოგიების ინტერნეტ მაღაზიაა, რომლის სათავო ოფისი სიეტლშია.

“ვფიქრობ, საქართველოს უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და ვეცდები მაქსიმალურად გავამართლო უნივერსიტეტის იმედები და მოლოდინები.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინფორმატიკის ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დირექტორს ბატონ კახაბერ თავზარაშვილს და ბატონ სერგო ცირამუას, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ ამ დროის განმავლობაში”.