შემოგვიერთდით

HR hub – ის ორგანიზებით 28 და 29 თებერვალს მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიაში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართა. 

სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად  700-მდე ვაკანსიით 70 კომპანია იყო წარმოდგენილი.

პალიტრა მედია ჰოლდინგი – მა ღონისძიებაზე მოაწყო წარმატების კუთხე, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე.

მოეწყო CV-ის კუთხეც, სადაც ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარნენ CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფესტივალის ყველა მონაწილეს შეეძლო პიროვნული განვითარების კუთხეში – Flow Zone მისვლა, სადაც მათ ლიკა ნოზაძე –  HR კონსულტანტი პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე აძლევდა  რჩევებს და ეხმარებოდა საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში.

ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა კანდიდატებს წინასწარ შეეძლოთ www.Studentjob.ge-ზე.

ღონისძიებაზე მოსულ HR მენეჯერებსა და კანდიდატებს Dunkin Donuts – ის უგემრიელესი, არომატული ყავის, დონატებისა და კრუასანების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდა განათლების საერთაშორისო ფორუმი.

ღონისძიების პარტნიორია პროექტი ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის”, რომელიც ხორციელდება world vision საქართველოს მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და ასოციაცია ანიკასთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯიაგრანთ თორნთონიპალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.