შემოგვიერთდით

„ფილიპ მორის საქართველო“ დისტანციურ მუშაობაზე გადადის

COVID 19-ის სახელით ცნობილი ახალი კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“ თანამშრომლებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო  მითითებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წლის 13 მარტიდან „ფილიპ მორის საქართველოს“ თანამშრომლები დისტანციურად იმუშავებენ. კომპანიამ დამატებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდა  ბიზნეს-მოგზაურობები.

„ჩვენს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.  სწორედ ამიტომ, ამ მოტივაციითა და  საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ზრდადი შემთხვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე.  ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის მიხედვით, მომავალშიც  შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ – განაცხადა იური გორდოკმა, „ფილიპ მორის ინტერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას  გენერალურმა  მენეჯერმა.

„ფილიპ მორის საქართველოს“ შესახებ

შპს „ფილიპ მორის საქართველო“ საერთაშორისო კორპორაციის „ფილიპ მორის ინტერნეიშენალის“ შვილობილი კომპანიაა და მასში დასაქმებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი ფინანსურ, ადმინისტრაციულ, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.pmi.com და www.pmiscience.com