შემოგვიერთდით

BBS- Best Business Solution – ბაზარზე ახალი HR საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა

BBS- Best Business Solution – ბაზარზე ახალი HR საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა. www.hrhub.ge – მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელს, ანა მიქელაძეს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ანა მოგვიყევით თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ?

2020 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი მრავალფეროვანი გამოცდილება გადავწყვიტე კომპანიის ფარგლებში მომექცია და ბიზნეს – სერვისებად ჩამომეყალიბებინა. ასე შეიქმნა BBS- Best Business Solution.

ჩვენ ვეხმარებით პარტნიორ კომპანიებს საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ადამიანური კაპიტალი 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ნებისმიერი ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის, ამიტომ ადამიანური რესურსის მართვა და განვითარება, ინოვაციებთან ერთად, ეს არის დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

BBS ორი ძირითადი მიმართულებით სთავაზობს კომპანიებს მომსახურებას:

  • HR ადმინისტრირების აუთსორსინგს და
  • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას.

HR ადმინისტრირების აუთსორსინგი პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ნებისმიერი კომპანიისათვის, აუცილებელია დაიცვას შრომის კოდექსის მოთხოვნები, ამავე დროს დაიცვას საკუთარი თავი სამართლებრივი დავის შემთხვევაში და მინიმუმამდე დაიყვანოს სამართლებრივი რისკები. ნებისმიერ, თუნდაც მცირე კომპანიას, ვთავაზობთ, მათ საჭიროებებზე, ინდივიდუალურად მორგებულ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. ჩენი დახმარებით, კომპანია შეძლებს საკუთარი ძალები სრულად მოახმაროს ძირითად ბიზნესს და დაცული იყოს მოულოდნელი უსიამოვნებებისგან.

რაც შეეხება საკონსულტაციო მომსახურებას, ის სხვადასხვა მიმართულებას გულისხმობს, HR მართვის სრულ ციკლს მოიცავს და აბსოლუტურად არის დამოკიდებული პარტნიორი კომპანიის საჭიროებაზე.

კომპანიის ხელმძღვანელობას ვეხმარებით მათი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებაში, რაც შემდგომ სამოქმედო გეგმებად და დოკუმენტებად იქცევა, საიდანაც მოგვიანებით შეფასების სისტემებს ვაყალიბებთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მომსახურება გულისხმობს კომპანიის განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ ვთავაზობთ ღირებულ, გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს.

ასევე, ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის HR მენტორშიპი. ჩვენს ახალგაზრდა და დამწყებ კოლეგებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

HR hub: რით გამოირჩევა თქვენი კომპანია?

ბიზნესის და მისი განვითარების ფართო სურათის დანახვა, მისი ყველა შემადგენელი ერთეულის ერთობლიობაში მოყვანა, ადამიანების ერთი იდეის ირგვლივ შეკრება, სწორი ადამიანების სწორ ადგილას შერჩევა, ბიზნეს პროცესების გააზრება – ეს ყველაფერი ნებისმიერი კომპანიის წარმატებისათვის აუცილებელია და სწორედ ეს ფართო ხედვა გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან.

HR hub: რა უპირატესობები აქვს და რამდენად ხშირად მიმართავენ კომპანიები HR აუთსორსინგს?

HR აუთსორსინგი ის ტრენდია, რომელიც აუცილებლად განვითარდება და ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება გახდება.

ყველა კომპანიას, იმასაც კი ვისაც დღეს HR მენეჯერი არ ჰყავს აუცილებალდ ესაჭიროება შრომის კოდექსის მოთხოვნების დაცვა, უახლესი და ინოვაციური HR სისტემებისა და მექანიზმების ჩამოყალიბება, თანამშრომელთა მოტივაციის, შრომითი კმაყოფილების და ჩართულობის ამაღლების მიზნით.

ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას, დაიცვათ როგორც საკუთარ კომპანიას ასევე თანამშრომლებს და მინიმუმამდე დაიყვანთ სამართლებრივ რისკებს. სწორედ ეს არის საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტილება- Best Business Solution.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap