შემოგვიერთდით

HR hub კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილ ადამიანებს სამსახურის მოძიებაში დაეხმარება

ქვეყანაში პანდემიის გამო (COVID-19), ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა.

შესაბამისად, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მათ შორის მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურად შეჭირვებულები არიან და თავის რჩენა არ შეუძლიათ. HR hub-მა გადაწყვიტა ამ ადამიანებს დაეხმაროს სამსახურის მოძიებაში და ისინი დააკავშიროს კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა, სადაც ყველა მსურველს რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა და სასწრაფოდ სურს დასაქმება, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ.

ჩვენ ამ ბაზას დავახარისხებთ და მივაწვდით შესაბამისი კომპანიების HR მენეჯერებს. მაქსიმალურად შევეცდებით დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ: სასწრაფოდ მჭირდება სამსახური