“მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეუილ მედიკოსს, რომელიც დღეს 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიებისა და საურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელების მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშობენ და ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას.” – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
“საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას.
ბრიფინგზ ასევე აღიანიშნა, რომ გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესხები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით.