შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები გაივლიან 10 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან HR თემაზე, რომელსაც 11 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები:

  1. თამარ ციცქიშვილი – BDO – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  2. ეკა მაჭავარიანი – Hotels & Preference Hualing Tbilisi – ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი
  3. ნატო ბერიძე – ქოუჩი, HR ექსპერტი
  4. თიკა ქერაშვილივისოლისა და სმარტის HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  5. ლელა თოფურია – ფინკა ბანკი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  6. თეკლა ბუაძე – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი HR დეპარტამენტის უფროსი
  7. სალომე ჟორჟოლიანი – ორი ნაბიჯი – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
  8. ლიკა კაპანაძე – ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი
  9. დავით ბუშელაშვილი – ნიკორა სუპერმარკეტი – ტრენინგების და განვითარების მენეჯერი, 112-ის მიწვეული ტრენერი, ქოუჩი.
  10. ნინო ბურჯალიანი – “Accor ჯგუფის” სასტუმროები (Mercure Tbilisi Old Town და ibis styles Tbilisi Center) – ტალანტებისა და ორგანიზაციული კულტურის მენეჯერი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration.

ონლაინ გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხვდებით პროექტში.

HR hub Next-ის მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.