შემოგვიერთდით

29 აგვისტოს, ბათუმში, HR hub-ის ღონისძიება ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით და PSP დაზღვევის მხარდაჭერით, 29 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო გრანდ გლორიაში, ღია სივრცეში, ღონისძიება  ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება.  

ღონისძიებაზე განხილული იქნება ბოლო დროის ყველაზე აქტუალური საკითხები რაც უკავშირდება კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის (მომსახურების სფერო, ტურიზმის სექტორი და სხვა) შეცვლილ რეალობას, თანამშრომლების მოტივაციას, კრიზისისა და სტრესის მართვას და სხვა საკითხებს.

ღონისძიებას ეყოლება 6 სპიკერი.

ღონისძიების ,,ცხელი თემები HR-ში” სპიკერები იქნებიან:

  • რუსუდან სანიკიძე – ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი – ქოუჩი.

თემა: ტრანსფორმაციის მოტივაცია

  • პაპუნა ბარათაშვილი – ქოუჩი ACC;

თემა: კორპორატიული ქოუჩინგი

  • თამარ კუნჭულია – გლორია ჯგუფის ადამიანური კაპიტალის მართვის კლასტერ მენეჯერი

თემა: გუნდურობა და ჩართულობა. როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების ნდობა და ემოციური მხარდაჭერა  კრიზისის პირობებში?

  • Torsten Weller – Hilton Batumi-ის გენერალური მენეჯერი

თემა: Turning a crisis into an opportunity!

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა) პრეზიდენტი

თემა: ემოციური ინტელექტი. HR როგორც ემოციების DJ.

  • ირინა დუმბაძე – სტრატეგიული მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი, Personist-ის თანადამფუძნებელი

თემა: სერვისი, ბრენდინგი და პერსონალური ბრენდინგი

 

განრიგი:

09:00-09:05 გახსნა

09:05-09:20 თამარ კუნჭულია

09:20-10:05 რუსუდან სანიკიძე

10:05 – 10:35 პაპუნა ბარათაშვილი

10:35 – 11:05 Torsten Weller

11:05- 11:25 შესვენება

11:25 – 11:55 ეკატერინე ბაბუნაშვილი

11:55 – 12:25 ირინა დუმბაძე

ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში. შეხვედრა დაიწყება 09:00სთ-ზე და დასრულდება 13:00 სთ-ზე.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.do/eUQGq 

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა – PSP Insurance Grant Thornton Georgia  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია  Hotsale.ge სასტუმრო გრანდ გლორია