შემოგვიერთდით

ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა

დღეიდან ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი იქნება.

ანდროს კარიერა მრავალ მიმართულებას აერთიანებს, არის კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის მიმართულებით.
ასევე კითხულობს ლექციებს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კრიტიკული აზროვნების საკითხების შესახებ.
“ორიენტ ლოჯიკი, უდიდესი შესაძლებლობების კომპანიაა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. თითოეული თანამშრომელი საკუთარი პროფესიული სექტორის განსაკუთრებული წარმომადგენელი და გამორჩეული ლიდერია. ძალიან ამბიციურ მიზნებსა და მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ, რისთვისაც გვჭირდება “მეტამორფოზა”. ამ საქმეში კი ანდრო შეუდარებელია. ძალიან გვიხარია რომ დღეიდან ანდრო დგებუაძე ჩვენი გუნდის წევრი ხდება. ვძლიერდებით” – ოთო ტაბატაძე, საოპერაციო დირექტორი – COO.