HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეცხრე ნაკადის მენტორები:
- ეკატერინე ბოგვერაძე – ნოვა – HR და ადმინისტრაციული მენეჯერი;
- ნინო ნიაური – ვან ფოინთი – თანადამფუძნებელი, HR კონსულტანტი;
- ნანა მეხუზლა – IDS ბორჯომი – HR მენეჯერი;
- მაკა მჟავანაძე – HR მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია დირექტორი და დამფუძნებელი;
- მარიამ ხონელიძე – თეგეტა მოტორსი – რეკრუტინგისა და ტალანტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი;
- ნათია გეწაძე – ნიკორა ტრეიდი – ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი;
- ირინა ქორიძე – ჰუალინგ ჯგუფი – HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- მარიამ სირბილაძე – McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი;
- ანა ფოცხვერაშვილი – Vodafone – ახალგაზრდული პროგრამების რეკრუტერი;
- მარიამ თათხაშვილი – Dressup Group – HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 20 ნოემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.