HR hub აგრძელებს ინტერვიუებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ამჯერად ჩვენ მემონტაჟის პროფესიაზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მონტაჟი და როგორ შეიძლება დავეუფლოთ მას.
ირაკლი ხვედელიძეს მონტაჟის მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საგელევიზიო, ისე სარეკლამო ინდუსტრიიის სფეროში. ნინი მესხიშვილი კი 6 წელია, რაც ამ სფეროშია. ირაკლი და ნინი ახლა ტელეკომპანია ,,იმედში” მემონტაჟედ მუშაობენ.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ აგერჩიათ ეს პროფესია და სად ისწავლეთ მონტაჟი?
ნინი: იქიდან გამომდინარე რომ დამთავრებული მაქვს ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტი, ჩემს პროფესიასთან ძალიან ახლოს და პირდაპირ კავშირში იყო მონტაჟის რეჟისურა. ყოველთვის მიყვარდა ეს პროფესია ამიტომაც, უნივერსიტეტშივე გადავწყვიტე შემესწავლა.
ირაკლი: ჩემი არჩევანი არ ყოფილა ეს პროფესია. უბრალოდ მსახიობობა მინდოდა სულ, მაგრამ მშობლებს დავუჯერე, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ამ პროფესიით სამუშაოს პოვნა გამიჭირდებოდა. გადავწყვიტე ალტერნატიული პროფესია ჩემით მესწავლა. სად ვისწავლე და ყურებით. დღესდღეობით მითუმეტეს youtube-ზე ყველაფერია. ჩემ დროს უბრალოდ სხვას ვუყურებდი როგორ ამონტაჟებდა და ასე.
HR hub: რამდენად რთულია იყო მემონტაჟე?
ნინი: “იყო მემონტაჟე”- ეს ალბათ ერთ-ერთი რთული პროფესიაა, რომელსაც უდიდესი ნებისყოფა და რაც მთავარია მოთმინების უნარი სჭირდება. რა თქმა უნდა უამრავი დროის გამოყოფა და მუდმივი პროფესიული განვითარება.
ირაკლი: იოლი ნამდვილად არ ითქმის, თუმცა შეუძლებელი არაფერია. თუ გულს დაუდებ ყველაფრის სწავლა შეიძლება!
HR hub: უამრავი სტერეოტიპი არსებობს ამ პროფესიასთან დაკავშირებით. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ მონტაჟი ძალიან მარტივია და არასწორი დამოკიდებულება აქვს.
HR hub: იყო პროფესიონალი მემონტაჟე ნიშნავს ….
ნინი: პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და არასოდეს არ გაჩერდე ერთ ადგილას, ასევე მუდმივი განვითარება ამ პროფესიაში.
ირაკლი: ბევრ წელს, გამოცდილებას, ბევრ ნაღვაწს და ბევრი პროექტით ამაყად ყოფნას! აი რომ იტყვი ეს ჩემი გაკეთებულიაო. მე ასე არაფერზე მითქვამს, რადგან კმაყოფილი არასდროს ვარ ჩემი ნამუშევრით მეტი და მეტი მინდა მუდამ. მიუხედავად ამდენ წლიანი გამოცდილებისა, ვგრძნობ რომ ბევრი მაკლია. სულ ძიებაში და ახლის სწავლაში ვარ. არ ვჩერდები! გაჩერება ნიშნავს განუვითარებლობას ჩემთვის!
HR hub: ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენს პროფესიაში.
ნინი: ალბათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი პროფესიაა, სადაც მხოლოდ შენს თავზე ხარ დამოკიდებული. ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა შენს გაკეთებულ პროდუქტს ხალხი დადებით შეფასებას აძლევს. ეს არის პროფესია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. შეგიძლია უამრავ პროექტში ჩართვა და შენი შეხედულებების დაფიქსირება, ამა თუ იმ ვიდეორგოლის საშუალებით. მოკლედ რომ შევაჯამო, ჩემთვის უამრავ დადებით და საყვარელ ასპექტს მოიცავს ეს პროფესია.
ირაკლი: ჩემს პროფესიაში ალბათ მომწონს აი ის, როდესაც რაიმეს გავაკეთებ და ჟურნალისტი იქნება თუ დამკვეთი კმაყოფილია და მეც სახლში იმ ფიქრით დავბრუნდები რომ დღეს რაღაც კარგი გავაკეთე. თუ მითუმეტეს ჩემი დამონტაჟებული სიუჟეტის ნახვის მერე ვინმეს დაეხმარებიან და რაიმე შეიცვლება ხალხის გონებაში, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. სულ ვაკვირდები როცა ვინმე ჩემს ნამუშევარს უყურებს მის ემოციას. მინდა ემოცია გამოვწვიო მასში და თუ ამას დავინახავ ვხვდები, რომ ეს წარმატებული მონტაჟი იყო. შეიძლება არა იდეალური, მაგრამ ვიღაცაში რაღაც გრძნობა გამოვიწვიე!
HR hub: რას ურჩევდით დამწყებ მემონტაჟეებს, რა გაითვალისწინონ?
ნინი: პირველ რიგში გირჩევთ, თავი აარიდოთ ერთფეროვან და სავალდებულო საქმიანობის კეთებას. ეს ეხება მონტაჟსაც. მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი გემოვნებით აკეთოთ ეს საქმე და არ მოექცეთ არანაირ ჩარჩოში. გონება გაანთავისუფლეთ და სიამოვნებით მიიღეთ. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ ეს პროცესი.
ირაკლი: დამწყებ მემონტაჟეს ვურჩევდი იყოს ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული. ყოველი კადრი კარგად გაწუროს. შეეცადოს არაფერში დაინახოს ის, რასაც თვით ჟურნალისტიც ვერ მოიფიქრებდა იმ მომენტში. სხვა ყველაფერი სისწრაფე, კრეატიულობა და დახვეწილობა დროთა განმავლობაში მოვა. მთავარია დეტალებზე ორიენტირებული იყოს მუდამ და რაც მთავარია არასოდეს დანებდეს! 100-ჯერ რომ გაუჭედოს პროექტმა 101-ჯერ დაიწყოს სულ ახლიდან თუნდაც. მონტაჟი იგივე საათის ხელოსნის საქმესავითაა, წვრილ და მნიშვნელოვან დეტალებთან გაქვს საქმე და მთავარია ყველაფერი ლამაზად და ზუსტად მოარგო რომ საათი ამუშავდეს, გულის და გრძნობის საათი!