26 დეკემბერს “შეფ HR” – გემრიელი და მხიარული საახალწლო ონლაინ HR ღონისძიება ჩატარდება.
HR hub-ის ელფებმა ძალიან ბევრი იფიქრეს თქვენთვის 2020 წლის ყველაზე განსხვავებული და რაც მთავარია მხიარული ღონისძიება მოეწყოთ.
მთელი წლის განმავლობაში ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ერთვებოდით Zoom – ში, ამ ღონისძიებაზე კი შეგეძლებათ მათთან ერთად ჩაერთოთ და ოჯახში წინა საახალწლო ფუსფუსი მოაწყოთ.
განსაკუთრებით ბავშვებს გაახარებთ ეს ამბავი.
რა გელოდებათ?
რა თქმა უნდა HR hub-ის ღონისძიება ისე ვერ ჩაივლის, HR-ზე რომ არ ვისაუბროთ.
ამიტომ მოვიწვიეთ საკონსულტაციო კომპანია ,,ინსორსის” მენეჯერი მედეა ტაბატაძე, რომელიც 2020 წელს HR სფეროში მომხდარ ცვლილებებსა და 2021 წლის HR გამოწვევებზე ისაუბრებს.
შემდეგ კი, გელოდებათ საახალწლო კულინარიული შეჯიბრი. სპეციალურად თქვენთვის მასტერკლასს ჩაატარებს გუდვილის უფროსი დიზაინერ კონდიტერი ალექსანდრე ქიტიაშვილი.
მოვამზადებთ ჯინჯერის საახალწლო ორცხობილებს, რომლებსაც ყველა სურვილისამებრ გააფორმებს. ღონისძიების ბოლოს გამოვავლენთ წლის შეფ HR-ს, რომელიც დასაჩუქრდება.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა 40 ლარი.
დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ და შემდეგ მიიღებთ Zoom ლინკს და ინგრედიენტების ჩამონათვალს, რადგან წინასწარ მოიმარაგოთ და მოემზადოთ კონკურსისთვის:
განრიგი ასეთია:
12:00 – ჯინჯერის საახალწლო ორცხობილების მასტერკლასი – ცომის მომზადება.
12:30 – მედეა ტაბატაძე – 2021 წლის HR გამოწვევები
15:00 – ჯინჯერის საახალწლო ორცხობილების მასტერკლასის გაგრძელება. ორცხობილების გამოცხობა, გაფორმება და საუკეთესოს გამოვლენა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი და გუდვილი.
12:30 – მედეა ტაბატაძე – 2021 წლის HR გამოწვევები
15:00 – ჯინჯერის საახალწლო ორცხობილების მასტერკლასის გაგრძელება. ორცხობილების გამოცხობა, გაფორმება და საუკეთესოს გამოვლენა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი და გუდვილი.
ჩვენთან ერთად გატარებული დღე ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება თქვენთვის.