შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეათე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეათე ნაკადის მენტორები:

  1. ხატია გიორგობიანი – ბილაინი – ორგანიზაციული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი;
  2. მარიამ სირბილაძე – McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი;
  3. ანა ფოცხვერაშვილი – Vodafone – ახალგაზრდული პროგრამების რეკრუტერი;
  4. ზეინაბ აბდულიში – მოდუსი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  5. ნინო ნიკოლაძე – ორიენტ ლოჯიკი – ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი;
  6. სალომე კვახაძე – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
  7. მარიამ თათხაშვილი – Dressup Group – HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  8. ნინო დათუაშვილი – GD Holding HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  9. ლიკა კაპანაძე –  ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი.
  10. ნათია გეწაძე – ნიკორა ტრეიდი – ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი;

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 29 იანვრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

მედია მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.