შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – მისო ევროკრედიტს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის ეიჩარ მენეჯერს და თქვენთვის საინტერეო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ მისო ევროკრედიტის HR მენეჯერის ეკატერინე სამანიშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ? 

ურთიერთობა ბარიერების გარეშე 

იყო ევროკრედიტის გუნდის წევრი ნიშნავს იყო მოტივირებული, გიყვარდეს შენი საქმე და აცნობიერებდე, რომ ბევრი ადამიანის მიზნების წარმატება სწორედ შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ევროკრედიტში ურთიერთობები, ჩვენს მომხმარებლებთან დამოკიდებულებები და ზოგადად, ყველა პროცესი ემყარება მთავარ ღირებულებას – ბარიერების გარეშე!  სწორედ ბარიერების გარეშე მიდგომა განსაზღვრავს იმ სიმარტივეს, რაც გვაქვს ყველაფერში. იქნება ეს ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, მომხმარებლებთან მიმართებაში თუ პროცედურის მხრივ.

HR hub:  იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

ყველაზე მთავარი ჩვენი კომპანიისთვის არის ორმხრივი პასუხისმგებლობის ფაქტორი, რაც აისახება როგორც თანამშრომლებზე, ისე კომპანიაზე. შესაბამისად, როგორც დასაქმებულის ასევე, დამსაქმებლის მხრიდან კარგად გააზრებულ პასუხისმგებლობას მივყავართ წარმატებულ თანამშრომლობამდე, რაც ევროკრედიტში გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის პროფესიონალი HR მენეჯერის თვისება, რომ იპოვოს და დაინახოს ის ადამიანები, ვინც წარმატებული ურთიერთობისთვის მზად არიან და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდებიან.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

რთულია კონკრეტულად რამდენიმე თვისება გამოვყო. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ევროკრედიტში დასაქმებით, მოდიოდეს იმ შემართებით, რომ ის იქნება ერთიანი გუნდის ნაწილი და არა მხოლოდ ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი.

თავად უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული და მონდომებული, ჩვენი მხრიდან კი ექნება ის კომფორტი და წახალისება, რაც მის მოლოდინებს გაამართლებს.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

განვიხილავ აბსოლუტურად ყველა რეზიუმეს. როგორც აღვნიშნე, აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროფესიული გამოცდილება, არამედ ის პიროვნული თვისებები, რაც შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს. მაგალითად, სურვილი და მოტივაცია რომ განვითარდეს ევროკრედიტში და სწორედ ჩვენთან მიიღოს გამოცდილება, ისწავლოს გუნდურად მუშაობა და გახდეს პროფესიონალი.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

„ურთიერთობა ბარიერების გარეშე“ არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი, რასაც უკვე დიდი ხანია მივყვებით. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენთან დასაქმებულებს შევუქმნათ არამხოლოდ კომფორტული, მეგობრული სამუშაო გარემო, არამედ ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე . იმისთვის რომ ყოველდღიური სამუშაო პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ, ჩვენ ურთიერთობებში უშუალობას და გამჭვირვალობას მაღალ საფეხურზე ვაყენებთ.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

დაიჭირე შესაძლებლობა! არ დანებდე!

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.