შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – GHS Consulting-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით და World Vision საქართველოს მხარდაჭერით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,GHS Consulting-ის” ადამიანური მართვის მენეჯერების სალომე ბოღლოციშვილისა და  ლია ერაძის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

GHS Consulting-ი საქართველოში 2019 წლის მაისში გაიხსნა და თითქმის ორი წელია აქტიურად ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. ის წარმოადგენს ამერიკაში არსებულ სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტორ კომპანიას.

GHS Consulting-ი გახსნის დღიდან  ორიენტირებულია გუნდის ზრდაზე და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Covid 19-ის დროსაც ვაგრძელებდით მუშაობას,  ამ პერიოდის განმავლობაში, უფრო მეტი ადამიანი დავასქმეთ. სისტემა, რომელიც შევქმენით იდეალურად მორეგებულია დისტანციურ მუშაობაზე.  კომპანიის მთავარი სლოგანია: #worksomewhereawesome, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენს კორპორატიულ კულტურასთან.

თანამედროვე ბიზნესში არსებული კორპორატიული კულტურის სახეებით   თუ განვსაზღვრავთ მაშინ ,,ოჯახია’’. მოდელი, რომლის მეშვეობით შექმნილია თბილი, მეგობრული დამოკიდებულება, ხოლო უფროსები უფრო მეტად მრჩევლები არიან.

P.S ჩვენთან მთავარი ღირებულება ადამიანია (თანამშრომელი).

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …

სალომე ბოღლოციშვილი: სწორად დაინახო და შეაფასო ადამიანში ტალანტი. მუდმივად იზრუნო თანამშრომლის კმაყოფილებაზე და დაეხმარო თვითრეალიზაციაში.

ლია ერაძე: დაეხმარო პოტენციურ თანამშრომელს საკუთარი უნარებისა და ღირებულებების წარმოჩენაში. იყო ობიქეტური, სამართლიანი და ხელი შეუწყო უკუკავშირს.

HR hub:  შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

სალომე ბოღლოციშვილი – მოტივაციას, ძალა რომელიც ხელს გვიწყობს დასახული მიზნის მიღწევაში. თუმცა     კომპეტენცია, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია.

ლია ერაძე – პოზიციიდან გამომდინარე შესაბამისობას, მის კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებზე.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

სალომე ბოღლოციშვილი: ნებისმიერ რეკრუტერს თუ ჰკითხავთ გეტყვით, რომ ყველაზე მცირე დრო CV -ის წაკითხვაზე იხარჯება. მის გასაცნობად თუ წასაკითხად განკუთვნილი დრო 6 წამს არ აღემატება, რადგან რეკრუტერის გამოცდილმა თვალმა იცის როგორ და სად უნდა მოძებნოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, განვიხილავთ ყველა რეზიუმეს, თუმცა კომპეტენციებიდან გამომდინარე წყდება, გადავა თუ არა კანდიდატი შერჩევის მეორე ეტაპზე.

ლია ერაძე: ყოველთვის მოუძებნი პოტენციურ კანდიდატს მისთვის შესაფერის პოზიციას. აქედან გამომდინარე, რეკრუტერმა ყველა რეზიუმე უნდა განიხილოს.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

სალომე ბოღლოციშვილი: მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად მიიღებს გაწეული შრომის შესაბამის ანაზღაურებას და გუნდის თითოეული წევრი იზრუნებს მის ადაპტაციაზე კომპანიაში.

ლია ერაძე: რომ შემოუერთდება კომპანიას, სადაც ექნება თვითგამოხატვის სრული შესაძლებლობა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

სალომე ბოღლოციშვილი: სამსახურის მაძიებელ ყველა ადამიანს სჭირდება სწორად შედგენილი CV , დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად და სწორი მესიჯის მისაწოდებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მარკეტინგული დოკუმენტია, რომლის საშუალებით თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.

გასაუბრებაზე მისვლამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. გაეცანით საქმიანობის სფეროს და დაფიქრდით, რამდენადაა ინტერესთა თანხვედრა კომპანიასა და თქვენს შორის. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არის შეხვედრა ადამიანთან, ვინც თქვენი პოტენციური კოლეგაა.

და მაინც, თუ ვერ მიიღებთ სამსახურს არ დანებდეთ, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლიბა იპოვოთ სასურველი კომპანია სასურველი პოზიციით.

ლია ერაძე: ბედნიერებაა, როდესაც აკეთებ საქმეს რომელიც გიყვარს. ამიტომ, სამსახურის ძიებისას მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელი საქმის კეთება მოგანიჭებთ  სიამოვნებას და რა იქნება თქვენი მოტივაცია. ამასთანავე, დაფიქრდით რამდენად შეესაბამება თქვენი უნარ-ჩვევები სასურველ პოზიციას.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო,  GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.