1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,თიბისი დაზღვევის” ადამიანის მენეჯერების სალომე გოგოლიშვილისა და ქეთი ხითარიშვილის ინტერვიუს.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვაკანსიებს: https://studentjob.ge/2021/02/tbcinsurance/
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
თიბისი დაზღვევა ბედნიერი პროფესიონალების გუნდია, რის საფუძველსაც, ბუნებრივია, ჩვენი კორპორატიული კულტურა ქმნის – ჩვენთან ხომ მოსულა გუნდურობა, თავისუფლება, ინოვაციები და შეცდომებიც კი.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …
პირველ რიგში, იყო კარგი მსმენელი, დაინახო და აღმოაჩინო ის ადამიანები, რომლებიც ახალი ხედვებითა და იდეებით შენი გუნდის წევრები გახდებიან, შედეგად კი კომპანია დააკომპლექტო მიზანდასახული და კრეატიული პროფესიონალებისგან.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
როგორც კანდიდატის გამოცდილებასა და საჭირო უნარ-ჩვევებს, ასევე პიროვნულ მახასიათებლებს, განსაკუთრებით ღიაობას, გუნდურობასა და განვითარების სურვილს.
HR hub: არასდროს განვიხილავთ რეზიუმეს …
რომელიც მაგალითად, არ მოიცავს არანაირ საკონტაქტო ინფორმაციას. ან სრულიად შეუსაბამოა არსებულ მოთხოვნებთან – სხვა მხრივ კი ყოველთვის ღია ვართ შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი ბედნიერი პროფესიონალი ჩვენს გუნდში.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
მოლოდინი, რომ კომპანიაში დახვდება ძალიან კომფორტული გარემო, უშუალო და მეგობრული გუნდი, რომელიც მზადაა საინტერესო გამოწვევებისთვის.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
ყველას ვურჩევთ, კარგად განსაზღვრონ საკუთარი ინტერესები, გაანალიზონ შესაძლებლობები და უნარები და ეძებონ სამსახური სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. უდიდესი ბედნიერებაა, აკეთო საქმე, რომელიც თან გამოგდის და თან სიამოვნებას განიჭებს.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.