შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – კროკობეთს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,კროკობეთის” HR კოორდინატორის მარიამ კალატოზიშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ? 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კროკობეთის გუნდს შემოუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს კორპორატიულ კულტურას, დამოკიდებულებებს, ღირებულბებს. ჩვენი ძირითადი ღირებულებებია გუნდურობა, (გუნდური სამუშაო გარემო), ჯანსაღი ურთიერთობები და მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა, გართობა, თავისუფლება, განვითარება და პროფესიონალიზმი.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

იყო დამაკავშირებელი ხიდი ბიზნესისა და დასაქმებულთა ინტერესებს შორის. მუდმივად იზრუნო თანამშრომლების კმაყოფილებაზე, ბედნიერებასა და განვითარებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერ თანამშრომელს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და სამუშაო გარემო, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

კვალიფიკაციასთან ერთად, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ კანდიდატის ღირებულბებს, რამდენად შეესაბამდება ის ჩვენს კორპორატიულ კულტურას. ამის გათვალიწინებით, ბევრჯერ შეგვირჩევია ნაკლებად გამოცდილი/გამოუცდელი კანდიდატი. განვითარების სურვილით და მოტივაციით გვჯერა, რომ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

რომელმაც არ იცის სად და რა პოზიციაზე მოდის გასაუბრებაზე.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენთან დახვდებათ ყველაზე მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, ექნებათ შესაძლებელობა იმუშაონ პროფესიონალებთან და განვითარდნენ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მიიღონ მრავალფეროვანი ბენეფიტები და ამ ყველაფერთან ერთად გაერთონ.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

იპოვონ ის საქმე რაც უყვართ და არასდროს არ შეწყვიტონ თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.