HR სკოლა – ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა რეკრუტინგის კურსზე ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.
ვინ გაუძღება რეკრუტინგის კურსს?
ტრენინგს გაუძღვება ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური კაპიტალის საკითხების სპეციალისტი თეონა ბაღათურია. იგი 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების HR დირექტორი, 4 წლის განმავლობაში შატო მუხრანის და GWS-ის HR და კორპორატიული საკითხების დირექტორი, აქვს 7 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე წლებია კონსულტანტია ორგანიზაციული განვითარების, მენეჯმენტისა და ადამიანური კაპიტალის საკითხებში.
თანამედროვე რეკრუტინგი – სილაბუსი
შეხვედრა 1 (2 საათი)
- დამქირავებელი ორგანიზაციის ბრენდის, როგორც ადამიანის, გაცნობა და გათავისება
- დამქირავებელი ორგანიზაციის ბაზარზე პოზიციონირების მოკვლევა
- დამქირავებელი ორგანიზაციის პლუსების და მინუსების ანალიზი
- კონკურენტი ორგანიზაციების უპირატესობების და სისუსტეების მოკვლევა
- Q&A
შეხვედრა 2 (2 საათი)
- შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
- პოზიციის შექმნის მიზნობრიობის დეტალური შესწავლა
- დამქირავებელი მენეჯერის პიროვნული თვისებების და საქმიანი მიდგომების ანალიზი
- Q&A
შეხვედრა 3 (2 საათი)
- ვაკანტური პოზიციისთვის რელევანტური სამუშაო აღწერილობის შექმნა
- შერჩევის და გასაუბრების ეტაპების და მეთოდების ჩამოყალიბება
- სქრინინგის და სელექციის კრიტერიუმები
- Q&A
შეხვედრა 4 (2 საათი)
- გასაუბრების მეთოდები და აპრობირებული ეტიკეტი ქართულ კულტურაში
- რა თვისებები და მიდგომები სჭირდება recruiter-ს
- On-boarding
- დისკრიმინაციული მიდგომების მაგალითები
- Q&A
შეხვედრა 5 (2-3 საათი, დამოკიდებული მონაწილეთა რაოდენობაზე)
- პრაქტიკული სავარჯიშოები
- გასაუბრების სიმულაცია
- Q&A
როდის დაიწყება ლექციები?
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 სთ ორშაბათსა და ოთხშაბათს 18:00სთ-ზე. ჯამში გაიმართება 5 შეხვედრა (10სთ). რეგისტრაცია 7 მაისამდე:
სად ჩატარდება ლექციები?
ლექციები ჩატარდება კომფორტულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ გარემოში, King David – ის KD meeting space – ში (თბილისი, მ. ალექსიძის 12).
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაერთოთ ონლაინაც.
რა არის რეკრუტინგის კურსის ღირებულება?
რეკრუტინგის კურსის ღირებულებაა 699 ლარი (გადახდა შესძლებელია ორ ნაწილად, კურსის დასაწყისში და დასრულებისას).
HR hub Next -ის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 10% ფასდაკლებით.
კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ HR სკოლის სერტიფიკატი.
რატომ HR სკოლა?
HR სკოლა HR hub-ის ახალი პროექტია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანური კაპიტალისა თუ სხვა პროფესიის მენეჯერებისთვის (ჯგუფები გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდება და თითოეული მსმენელი მასზე მორგებულ პროგრამას გაივლის), ამიტომ HR სკოლაში მისაღებად დარეგისტრირებული მსურველები გაივლიან გასაუბრებას.
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.
ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.
HR school – ის უნიკალური, თანამედროვე პროგრამები HR მენეჯერებს, მუდმივად ცვალებად გარემოში, ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
მისია: დავეხმაროთ HR მენეჯერებს ახალ-ახალი, გამოწვევების დაძლევაში!
უზრუნველვყოთ თანამედროვე, ხარისხიანი HR განათლების მიწოდება საქართველოში და ხელი შევუწყოთ HR მენეჯერების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ადამიანური კაპიტალის სწორი, თანამედროვე მენეჯმენტით ქმნიან უკეთეს ორგანიზაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.
HR School – თქვენი ახალი გამოწვევებისთვის!
კითხვების შემთხვევაშიი, დაგვირეკეთ: +995 591990107 ან მოგვწერეთ: info@hrhub.ge