შემოგვიერთდით

Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს!

Make It Bright 2021 არის საინტერესო გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნის წარმომადგენელი. საუკეთესო გუნდს ვთავაზობთ 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას ჩვენს რომელიმე ოფისში და კიდევ ბევრ საინტერესო პრიზსა და შესაძლებლობას.

ჩვენი გამოწვევის მთავარი მიზნებია:

  • გაუზიაროს მონაწილეებს გამოცდილება, რომელიც ღირებულია მათი მომავალი პროფესიული განვითარებისათვის;
  • უზრუნველყოს მონაწილეებისთვის ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთული პროგრამა;
  • შესთავაზოს მონაწილეებს პროფესიონალების მხარდაჭერა და საინტერესო ბიზნეს გარემო;
  • მისცეს მონაწილეებს საერთაშორისო სტაჟირების მოგების შესაძლებლობა;
  • ხარ 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდა, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი?
  • გაქვს 2 წელიწადზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება?
  • კარგად ფლობ ინგლისურ ენას?
  • ხარ კრეატიული და მიზანდასახული?

მაშინ შემოუერთდი ჩვენ გამოწვევას. დარეგისტრირდი ჩვენს გვერდზე  www.makeitbright.com , შექმენი 2 მონაწილისაგან შემდგარი გუნდი, მიიღე რეალური ბიზნეს გამოწვევა & წარადგინე შენი იდეები გლობალურ პლატფორმაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.

დაიწყე შენი კარიერა JTI-ის სტაჟირებით & დაგვეხმარე მომავლის ფორმირებაში!

შემოუერთდი ჩვენ გუნდს და აღმოაჩინე მეტი!