შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – JTI-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ  JTI-ს HR ბიზნეს პარტნიორის თიკო ჯანაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენ JTI ვართ, Japan Tobacco International და ჩვენ თავისუფლების გვჯერა. არჩევანის თავისუფლების პირობებში, ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობისაც გვჯერა. ბოლო 20 წელია, ინოვაციურ და მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით, ჩვენს მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება რომ შევუქმნათ. ასე გავიზარდეთ, ასე განვვითარდით იმ 130 ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.

თუმცა, ჩვენი ბიზნესი სულაც არ არის უბრალოდ ბიზნესი. ჩვენი ბიზნესი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათი ტალანტი, მათი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ჩვენს თანამშრომელს აქვს თავისუფლება, იყოს უბრალოდ ის, ვინც არის, გაიზარდოს, იმოგზაუროს და განვითარდეს, სწორედ მაშინ ხდება საოცარი ამბები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ.

  • სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები მთელ მსოფლიოში არჩევანს სწორედ JTI -ში მუშაობაზე აკეთებენ.
  • სწორედ ამიტომ, ყოველი 9 თანამშრომელი 10-დან მეგობარს ურჩევს ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყებას.
  • სწორედ ამიტომ, ექვსჯერ ზედიზედ გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ვიღებთ.  

თუ შენც მზად ხარ, არჩევანი გააკეთო ისეთ კარიერაზე, რომელსაც შეიყვარებ, ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეიყვარებ, შემოგვიერთდი: #JoinTheIdea.

უფრო მეტს კი ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობ: jti.com

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს

შეცდომებს, რომლებზეც სწავლობ. იმედგაცრუებას, რომლის გამო მეტად აფასებ ღირსეულ ადამიანებს. ადამიანის მომავლის ერთგვარი ჭვრეტის უნარს.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

ადამიანის მიდგომას, ღირებულებებს, ერთგულებას და მზაობას, ისწავლოს და განვითარდეს.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

განვიხილავ ყველა რეზიუმეს. ფორმის გამო უარს რეზიუმის წაკითხვაზე არასოდეს ვამბობ.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში

განვითარების უდიდესი შესაძლებლობები, კარგი გუნდი, საერთაშორისო გარემო, საინტერესო ბიზნესი.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

იყავით გულწრფელები. ილაპარაკეთ, თქვენ გისმენენ. განვითარდით. შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.

 

დიანა ბურდული – HR-ზე ერთი ნახვით შეყვარებული პროფესიონალი

დიანა ბურდული სერტიფიცირებული HR პროფესიონალია, ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. Continue reading “დიანა ბურდული – HR-ზე ერთი ნახვით შეყვარებული პროფესიონალი”