გვინდა მოგიწვიოთ RE/Think HR წინა-საზაფხულო საერთაშორისო HR ვებინარზე.
ეს არის დეველორის ექსკლუზიური HR ვებინარების სერია, რომელიც ტარდება ხოლმე ყოველწლიურად და არის საუკეთესო ადგილი საერთაშორისო HR კოლეგების გაცნობისთვის, ინსპირაციისთვის და ტურბულენტურ დროში განვითარების გზების საპოვნელად. წინა შეხვედრაზე 195 მონაწილე იყო 13 ქვეყნიდან. მგონი კარგი იქნება თუ შემოუერთდები HR ლიდერების ამ ღონიძიებას.
ივნისის ვებინარზე ვაგრძელებთ ლიდერობის თემას. ამჯერად აქცენტი გაკეთდება დისტანციურ და ჰიბრიდულ გარემოში შესრულების მართვაზე [PERFORMANCE MANAGEMENT IN REMOTE AND HYBRID ENVIRONMENT]. ყველამ ვიცით, რომ ბევრი მმართველი ჯერ კიდევ გამოწვევების წინაშეა, თუ როგორ აკონტროლოს მიმოფანტული ადამიანების შესრულების მაჩვენებლები ისე, რომ თანამშრომლებს არ მოევლინოს მიკრომენეჯმენტის კოშმარად.
ამ კრიტიკულ საკითხს განვიხილავთ ჯერ სტუმრების პანელთან ერთად, და მერე იქნება სპიკერის საინტერესო პრეზენტაცია.
ვებინარი განკუთვნილია HR დირექტორებისთვის, სწავლისა და განვითარების პროფესიონალებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის.
RE/think HR| საერთაშორისო ვებინარების სერია HR ლიდერებისთვის | როგორ აფორმირებს ლიდერობას გლობალური ტრენდები და პანდემია – შესრულების მართვის გამოწვევები.
- გახსნა და სტუმრებთან მისალმება
- პანელური დისკუსია:
- ლაზლო ცზერი | Laszlo Cser, HR დირექტორი, Kuehne+Nagel
მეორე და მესამე პანელისტის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა
- პრეზენტაცია ჟოლტ პოცვაი | Zsolt Pozvai, CEO დეველორ ინთერნეიშენალი
- Q&A
- დასრულება და გამომშვიდობება
თარიღი: 17 ივნისი, 2021, 15:30 – 17:00 (თბილისის დროით)
არხი: ZOOM Business – ბმულს დადასტურების შემდეგ გამოგიგზავნით
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 19.00
გადასახადი: უფასო (დარეგისტრირებული წევრებისთვის)
რეგისტრაციის ბმული: www.develor.com/rethink-hr